დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაკრებები World Football Cup-ზე ითამაშებენ

AutoSharing Option
CONIFA ფიფას არაწევრ "ეროვნულ ნაკრებთა" ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ანალოგიურ ტურნირს მართავს - World Football Cup-ს. წლეულს არაოფიციალურ მუნდიალს შვედეთი უმასპინძლებს.

ჩემპიონატში სულ 12 გუნდი მონაწილეობს და მათ შორის არიან დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ნაკრებები".

ტურნირი ივნისში გაიმართება და საფეხბურთოს გარდა, კულტურულ ღონისძიებებს და ახალგაზრდების გავლით პროგრამაში ჩართვასაც გულისხმობს.

ამ ორი გუნდის გარდა, "მუნდიალზე" ითამაშებენ: არამეული სირია, ქურთისტანი, ტამილ ილამი, ზანზიბარი, დარფური, ელანი, კვებეკი, მთიანი ყარაბაღი, პადანია, საპმი და აკვიტანია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს დე ფაქტო აფხაზეთისა და მთიანი
ყარაბაღის ნაკრებებმა ორი ამხანაგური "საერთაშორისო" მატჩი გამართეს: სოხუმში 1:1 ითამაშეს, ხოლო სტეფანაკერტში ყარაბაღელებმა 3:0 მოიგეს.

ეს ტურნირი ფიფას ეგიდით არ ტარდება და ბუნებრივია, არც სფფ-ს შეუძლია ამ ნაკრებებს ტურნირში მონაწილეობაში ხელი შეუშალოს, მაგრამ შეჯიბრება ტარდება შვედეთში, რომელიც, წესით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სცნობს...

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთ "სასტავში" ყოფნას სულ არ წასულიყვნენ ის ერჩივნათ. თუმცა ეგ მათი პრობლემაა.
Temo
12:23 06-02-2014
4
უკეთესი არც ეღირსოთ
ვაი ამათ პატრონს
09:48 06-02-2014
3

სიახლეები პოპულარული