ჩემპიონატში სულ 12 გუნდი მონაწილეობს და მათ შორის არიან დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ნაკრებები".
ტურნირი ივნისში გაიმართება და საფეხბურთოს გარდა, კულტურულ ღონისძიებებს და ახალგაზრდების გავლით პროგრამაში ჩართვასაც გულისხმობს.
ამ ორი გუნდის გარდა, "მუნდიალზე" ითამაშებენ: არამეული სირია, ქურთისტანი, ტამილ ილამი, ზანზიბარი, დარფური, ელანი, კვებეკი, მთიანი ყარაბაღი, პადანია, საპმი და აკვიტანია.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს დე ფაქტო აფხაზეთისა და მთიანი
ეს ტურნირი ფიფას ეგიდით არ ტარდება და ბუნებრივია, არც სფფ-ს შეუძლია ამ ნაკრებებს ტურნირში მონაწილეობაში ხელი შეუშალოს, მაგრამ შეჯიბრება ტარდება შვედეთში, რომელიც, წესით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სცნობს...