უპატივცემულობა "ჩერნომორეცისგან": თბილისის "დინამომ" მოედანი დატოვა

AutoSharing Option
თურქეთში თბილისის "დინამოსა" და ოდესის "ჩერნომორეცს" შორის ამხანაგური მატჩი, ქართველების ინიციატივით, დროზე ადრე, 64-ე წუთზე შეწყდა.

ამიშ შესახებ უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომელსაც მატჩის სტენგრომაში უწერია, რომ შეხვედრა "დინამოს" ინიციატივით, დროზე ადრე შეწყდა.

მაგ დროისთვის "დინამო" მეტოქეს ანგარიშით 1:0-ს ამარცხებდა, გოლის ავტორი ირაკლი ძარიაა. "ჩერნომორეცის" შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშა.

"დინამოს" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დაიდო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მატჩის 65-ე წუთზე, როდესაც "დინამოს" მიჰყავდა შეხვედრა ანგარიშით 1:0, მეტოქის შემადგენლობაში მოხ
და ცვლილება, მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად მინდორზე გამოვიდა და თამაშში ჩაერთო სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

თბილისის "დინამომ"  და მისმა მთავარმა მწვრთნელმა ეს ფაქტი სამართლიანად მიიჩნია ჩვენი კლუბის უპატივცემულობად და ჩვენმა ფეხბურთელებმა დატოვეს მოედანი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ორგანიზატორები სრულად იზიარებენ თბილისის "დინამოს" პოზიციას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული