ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ლეგენდარულ ფეხბურთელებს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერი მათ საქართველოში ფეხბურთის განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრა.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ფეხბურთში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ დონეზე დამკვიდრების ხელშეწყობის საშუალებებს და საბავშვო ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივებს.

სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრას ვეტერანი ფეხბურთელები - მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და აღმასრულებელი მდივანი რევაზ არველაძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ლევან ყიფიანი, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.

Sportall.Ge

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯამლეტი თუ იყო რა სუბარი იქნებოდა წარმომიდგენია:D
PARFIUMER
13:59 08-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული