თბილისის 16 სკოლის მონაწილეობით, მინი-ფეხბურთში მემორიალური ტურნირი გაიმართა

AutoSharing Option
დასრულდა საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში. ასპარეზობამ სტარტი 6 თებერვალს აიღო და 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დამთავრდა.

თამაშები თბილისის №115 სკოლის ბაზაზე (დირექტორი მარგალიტა ჭინჭარაული) გაიმართა და ასპარეზობაში თბილისის 16 სკოლა მონაწილეობდა.

საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით მოწყობილ ამ და სხვა ღონისძიებების პარტნიორი იყო "პრივატბანკი" (საქართველო), რომელმაც საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდების დაჯილდოება უზრუნველყო. "პრივატბანკმა" ტურნირის დასასრულს მოთამაშეებს გადასცა მედლები, თასები და "იუნიორბანკის" სასაჩუქრე პლასტიკური ბარათები. "პრივატბანკის" წარმომადგენელმა
ელენე სეროფიანმა ტურნირის საუკეთესო მეკარე - გიორგი ბრეგაძე დააჯილდოვა.

ღონისძიების პარტნიორობას უწევდა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდი "მეოხი 2004". მათ მიერ დაწესებული "ახალი აღთქმა" საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ. "მეოხი 2004"-ის შემწეობით, გაიხსნა მემორიალური დაფა.

ასპარეზობას ასევე პარტნიორობას უწევდა აუდიტორული კომპანია "კაპტო ჯგუფი", რომლის გენერალური დირექტორი გიორგი კვინიკაძე უკვე დიდ ხანია მეგობრობს სსს ფედერაციის წევრ მოზარდ სპორტსმენებთან.

ტურნირის დასასრულ, მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელზეც აღბეჭდილნი იყვნენ №115 სკოლის ყოფილი მოსწავლეები და ერთიანობისათვის დაღუპული მებრძოლები: კახა კინწურაშვილი, გია უთურგაული, გელა ოჩიაური, ზვიად ელიაური, ბადრი ყაველაშვილი. მემორიალური დაფის გახსნასა და თამაშებს ესწრებოდნენ დაღუპულ მეომართა ოჯახის ნათესავები. ერთ-ერთი მეომრის, კახა კინწურაშვილის ოჯახის წევრებმა მათ მიერვე დაწესებული თასი ყველაზე ტექნიკურ მოთამაშეს, ნიკა ტყემალაძეს გადასცეს.

საუკეთესო №115 საჯარო სკოლის გუნდი, მწვრთნელი ამირან სხილაძე, თასით დააჯილდოვეს ტურნირის საპატიო სტუმრებმა, თბილისის ფუტსალის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გაბედავამ და საქართველოს ფუტსალის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გრიგოლიამ.

სიგელები გადაეცათ საუკეთესო მეკარეს - გიორგი ბრეგაძეს, ბომბარდირ დათა მოგელაძესა და მწვრთნელ ამირან სხილაძეს.

შეჯიბრების მთავარი მსაჯი იყო სპორტის დამსახურებული მუშაკი, თბილისის №147 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ბიჭიკო მაჩაბლიშვილი.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

სასკოლო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, გია ბეგიაშვილის თქმით, ღონისძიების მიზანია მოსწავლეებში პატრიოტული ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, რაც ერთი და ორი ღონისძიების საშუალებით ვერ მიიღწევა.

"ჩვენი ფედერაციის მისიაა, მოზარდის გონებაში ჯანსაღი ცხოვრების წესი გააიგივოს მაღალ სამოქალაქო ცნობიერებასთან და სპორტის ერთობლიობასთან. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ჯანსაღ ცხოვრებაში, მხოლოდ ფიზკულტურასა და სპორტს მოიაზრებს, რაც თავიდანვე არასწორი მიდგომაა.

დღევანდელი დღე ასევე სიმბოლურია, რადგან 8 თებერვალს ერთმანეთს ემთხვევა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების საიუბილეო თარიღი.

ფედერაციისა და მონაწილე მოზარდების სახელით, დღევანდელი ტურნირის მოწყობაში დახმარების გაწევისათვის მადლობას ვუხდით "პრივატბანკ" საქართველოს, "მეოხი 2004"-ს, "სპეცდაცვის კავშირს", თავმჯდომარე ირინა ლონდარიძეს.

ასევე, მადლობას ვუხდით ტურნირისა და სხვა სპორტული ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერ საიტ Sportall.ge-ს.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ გამარჯვებული გუნდისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი ოლიმპიული კლუბის მიერ შეთავაზებული ინიციატივაა. გამარჯვებულ გუნდს სკოლაში საქართველოს ოლიმპიელები ეწვევიან. იდეა საქართველოს "ოლიმპიელთა კლუბის" თავმჯდომარე კახი კახიაშვილს ეკუთვნის".

ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მინი-ფეხბურთში მონაწილე გუნდების საუკეთესო ათეული:

I ადგილი: №115 საჯარო სკოლა
დირექტორი - მარგალიტა ჭინჭარაული
1. ბექა ბექაური
2. ალეკო პაიკიძე
3. გიორგი მაკარაშვილი
4. რევაზ ჩხენკელი
5. თორნიკე თოდრია
6. გიორგი ბრეგაძე (საუკეთესო მეკარე)
7. თორნიკე ქიმერიძე
8. ლუკა ჭალაია
9. ნოდარ ქურცაძე
10. გიორგი გოზალიშვილი
მწვრთნელი - ამირან სხილაძე.

II ადგილი: №207 საჯარო სკოლა
დირექტორი - ზურაბ ჩხაიძე
1. სპარტაკ ლაგვილავა
2. გიორგი სილაგავა
3. ვიტალი კალუცკი
4. ნიკა ტყემალაძე (ტურნირის ტექნიკური მოთამაშე)
5. ლუკა ბარნაბიშვილი
6. ალიხან ბალაკარი
7. საბა შუბითიძე
8. საბა მანია
9. გიორგი ცერცვაძე
10. სოსო ჟუჟუნაშვილი
მწვრთნელი - გიორგი კალანდაძე.

III ადგილი: №120 საჯარო სკოლა
დირექტორი - მარინა წერეთელი
1. მიშო ხუცურაული
2. ბუბა ჭკადუა
3. ივანე გაჩეჩილაძე
4. დათა მოგელაძე (ტურნირის ბომბარდირი)
5. შალვა სარალიძე
6. თორნიკე გახოკიძე
7. იოანე ტყემალაძე
8. გიგა ხუციშვილი
9. გიორგი ერგემლიძე
10. გიგა ფაჩულია
მწვრთნელი - მევლუდ ლაშაური.

IV ადგილი: №176 საჯარო სკოლა
დირექტორი - ეკა გაბიდაშვილი
1. გიორგი ბაძაღუა
2. სერგო არჩვაძე
3. დავით ნაჭყებია
4. ნიკა მამისაშვილი
5. გიორგი მირზიკაშვილი
6. დავით ოსმანოვი
7. გიორგი ცერცვაძე
8. სერგო ამიროვი
9. ზურაბ ჭუმბურიძე
10. სანდრო კალანდარიშვილი
მწვრთნელი - გურამ პავლიაშვილი.

ათეულში მოხვდნენ:
№ 84 საჯარო სკოლა
დირექტორი - მანანა ბაციკაძე
1. ხვიჩა რუსიძე
2. გიორგი სომხიშვილი
3. არტურ გალუსტოვი
4. გიგა წითელაური
5. ლუკა ბალიანი
6. ნიკა ბუსხრიკიძე
7. სულიკო გახუტიშვილი
8. ნიკა ნაზარიანი
9. ბექა დავლაძე
10. გიორგი მუმლაური
მწვრთნელი - სუსანა გვილავა

წეროვანის №3 საჯარო სკოლა
დირექტორი - რამინ ჩიტიშვილი
1. გიგი შერმადინი
2. არჩილ ტატუნაშვილი
3. გიორგი ბასილაშვილი
4. ზეზვა ქოქაშვილი
5. გაიოზ რუსიტაშვილი
6. თორნიკე გვრიტიშვილი
7. დათო ბერიანიძე
8. ვეფხია ტატუნაშვილი
9. გიორგი ბასიშვილი
10. გიგა თათარაშვილი
მწვრთნელი - ივანე ქრისტესიაშვილი

№173 საჯარო სკოლა
დირექტორი - შორენა ბუნტური
1. ცოტნე კაპანაძე
2. რამაზ ღუდუშაური
3. დავით მარგებაძე
4. ზურაბი აჯოევი
5. ვაჟა კვაშილავა
6. გიორგი გუდაძე
7. ნიკა გურაბანიძე
8. გიგა არვაძე
9. თემური ფშეშინი
10. გიორგი ზუმპაროვი
11. გიორგი თოდრაძე
12. გიორგი დარჯანია
დავით მენაბდიშვილი

№208 საჯარო სკოლა
დირექტორი - ქეთევან ბილიხოძე
1. ალეკო გინტური
2. თორნიკე ოქრუაშვილი
3. გიორგი ლოჟანიძე
4. გურამ დიღმელაშვილი
5. ლევანი უფლისაშვილი
6. ლუკა შანიძე
7. სერგო რამიშვილი
8. კოტე ქვათაძე
9. პაატა კუპრაძე
10. ზაქარია ბერიაშვილი
მწვრთნელი - შალვა დორეული

№41 საჯარო სკოლა
დირექტორი - ლევან ჯავახიშვილი
1. გივი ყურაშვილი
2. დავით გოგინაშვილი
3. მიხეილ ცანავა
4. დავით კუნჭულია
5. დავით ქანთარია
6. შოთა გოგონაძე
7. რავილ ხალილოვი
8. ისახან ორუჯოვი
9. არტიომ აკოფიანი
10. ნიკა კვიციანი
11. დავით კურბანოვი
მწვრთნელი - მალხაზ კურტანიძე.

№98 საჯარო სკოლა
დირექტორი - გიორგი მომცელიძე
1. ნიკოლოზ ხალტურინი
2. გარი ტურაზოვი
3. სერგო მხითარიანი
4. ვალერი გალუსტიანი
5. ერიკ ესაიანი
6. ანრი ოვასეპიანი
7. დავით სარქისიანი
8. ნიკოლოზ ჯაჯანიძე
9. გიორგი ელიბეკოვი
10. იური ოსიპოვი
მწვრთნელი - ინგა აკოპოვი.

საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული