თბილისის "დინამო" 9 თებერვალს ნალჩიკის "სპარტაკს" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
9 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამოელები კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავენ.

"დინამო" რუსეთის პირველი ლიგის მეთორმეტე ადგილზე მყოფ ნალჩიკის "სპარტაკს" დაუპირისპირდება.

მალხაზ ჟვანიას გადაწყვეტილებით დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას იმ ფეხბურთელთა უმრავლესობა მიიღებს, რომელთაც მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად შედარებით ნაკლები სათამაშო დრო მიეცათ.

თბილისის "დინამოსა" და ნალჩიკის "სპარტაკის" დაპირისპირება საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ ნალჩიკის "სპარტაკში", რომელიც გაკოტრებას ძლივს გადაურჩა, ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: დავით სირაძე, გუჯა რუხაია, გიორგი ჯიქია და ნიკა ჩხაპელია.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ანგარიში დამთავრდა ??? მოუგო დინამომ??? დატენეს???
sergoo
22:11 09-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული