"ვერცხლის ლიგის" არასრული VIII ტურის პარალელურად, "ოქროს ლიგის" ორი გადადებული შეხვედრაც გაიმართა.
პირველები პარკეტზე "ქართუ ბანკისა" და "ლილო 1"-ის გუნდები გავიდნენ. მიუხედავად მძიმე დასაწყისისა, "მებაჟეებმა" საბოლოოდ მაინც მოახერხეს მეტოქის გატეხვა და აქტივში მორიგი გამარჯვება ჩაიწერეს - 5:3, რის შემდეგაც ოფიციალურად გადაწყდა, რომ "ქართუ" ასპარეზობას "ბრინჯაოს ლიგაში" გააგრძელებს, რომელიც სტარტს 23 მარტს აიღებს.
"ბრინჯაოს ლიგის" კიდევ ერთი ბინადრის ბედი წყდებოდა "დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და "ჯორჯიან მანგანეზ ზესტაფონის" გუნდების შეხვედრაში. ამ
"ვერცხლის ლიგაში" 23 თებერვალს კიდევ ორი შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა "ვითიბი ბანკი" - "ერისთავი 2" და "ბიპი" - "საქართველოს ბანკის" დაპირისპირება, გუნდების ურთიერთშეთანხმების შედეგად, მოგვიანებით შედგება.
რაც შეეხება "ოქროს ლიგას", "ალგოსა" და "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" დაპირისპირებას, ცხრილში ბოლოადგილოსნის ბედი უნდა გაერკვია. მატჩამდე "ალგო" ერთი ქულით უსწრებდა მეტოქეს. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა.
"იურისტები" პირველი ტაიმის საწყის წუთებზევე დაწინაურდნენ, თუმცა მეტოქემ მალევე შეძლო ჯერ წონასწორობის აღდგენა და შემდეგ წინ გასვლაც. საბოლოოდ ტამი საყაიმო ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი "ალგომ" ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, რისი შენარჩუნება ვეღარ მოახერხა და 5:4 დამარცხდა. "ალგოს" რიგებში მორიგი მატჩი გამართა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა გიორგი გოგშელიძემ.
გადაწყვეტილია, რომ "ალგოს" მეტოქე პლე-იოფში "ნატახტარის" პირველი გუნდი იქნება, რომელმაც 23 თებერვალს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. მათი მეტოქე საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი იყო. მატჩი სტუდენტების უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-13 წუთისთვის 2:0 იგებდნენ, მაგრამ დაცვისა და მეკარის უხეში შეცდომების გამო ტაიმი ფრედ, 2:2 დასრულდა, რასაც გამოცდილმა ჩემპიონმა მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი მიამატა და წრიული სისტემის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 100%-იანი შედეგით ცხრილში პირველი ადგილი გაინაღდა.
ბომბარდირები
ოქროს ლიგა:
ზურა ცერცვაძე (პროგრეს ბანკი) - 11 გოლი;
დავით ნაკანი, გია ნინოშვილი (ერისთავი) - 6 გოლი;
ნიკა ჩალაძე (ალგო), გოგლა ჭოხონელიძე (ს.უ), გიორგი დვალი (DHL) - 5 გოლი
ვერცხლის ლიგა:
მიხეილ წეველიძე (ნატახტარი-2) - 12 გოლი;
გიორგი ლეჟავა (ლილო 1) - 11 გოლი;
მანუჩარ მუმლაძე (GM-ზესტაფონი) - 10 გოლი;
გიორგი სეფერთელაძე (ნატახარი-2) - 9 გოლი.
23.02.2014. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. ვერცხლის ლიგა. VIII ტური
ქართუ ბანკი - ლილო 1 3:5გოლები: 6 წთ, ლეჟავა, (0:1), 8 წთ, გოგოლაძე (1:1), 9 წთ, ლეჟავა 1:2, 15 წთ, ხვედელიანი (2:2), 20 წთ, ლეჟავა (2:3), 27 წთ, კვინიკაძე (2:4), 29 წთ, ლეჟავა (2:5), 31 წთ, ჩიკვილაძე (3:5)
ქართუ ბანკი: 1. დავით ნიკოლაიშვილი, 7. გურამ მგელაძე, 9. კობა გოგოლაძე, 10. გიორგი ჩიკვილაძე, 12. სანდრო ძაგნიძე, 18. ბექა ხვედელიანი
სათადარიგოები: 8. ლაშა ხაჭაპურიძე, 11. არსენ წიკლაური
ლილო 1: 1. ვალერი ტიტოვი, 4. გიორგი კვინიკაძე, 5. თორნიკე კირკიტაძე, 6. გიორგი ლეჟავა, 7. ლექსო ჯეირანაშვილი, 10. დავით ბეტეევი.
სათადარიგოები: 22. ვალერი ალასანია, 8. თენგიზ კოდიაშვილი, 9. გიორგი მახარაშვილი, 11. გიორგი თინიკაშვილი, 13. თემურ ბასილაშვილი
CFCP - GM ზესტაფონი 7:3
გოლები: 5 წთ, ნიკოლეიშვილი (1:0), 5 წთ, შარაბიძე (1:1), 7 წთ, ხომასურიძე (2:1), 17 წთ, ნიკოლეიშვილი (3:1), 19 წთ, მუმლაძე (3:2), 25 წთ, გაბრიჭიძე (3:3), 32 წთ, შერაზადიშვილი (4:3), 33 წთ, შერაზადიშვილი (5:3), 38 წთ, ხელაძე (6:3), 40 წთ, შერაზადიშვილი (7:3).
CFCP:1. დავით ბაქრაძე, 5. ირაკლი ხელაძე, 9. მიხეილ ლობჟანიძე, 96. გიორგი ნიკოლეიშვილი, 23. მიხეილ მიქაშავიძე, 90. ლუკა ხომასურიძე.
სათადარიგოები: 3. თორნიკე ფურცელაძე, 6. მიხეილ ავეტისოვი, 8. ნუკრი ხითარიშვილი, 13. ლევან შერაზადიშვილი.
GM ზესტაფონი:1. ოთარ მაჭავარიანი, 3. მამუკა გაბრიჭიძე, 4. რამაზ კელენჯერიძე, 8. ზურა მანჯავიძე, 9. მანუჩარ მუმლაძე, 11. გიორგი მანჯავიძე.
სათადარიგოები: 2. აჩიკო ქათამაძე, 6. გიორგი გოგლიძე, 10. ზაზა შარაბიძე
23.02.2014. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. ოქროს ლიგა (გადადებული შეხვედრები)
ერისთავის იურიდიული ჯგუფი - ალგო 5:4გოლები: 4 წთ, ძაგანია (1:0), 6 წთ, გუნია (1:1), 10 წთ, ბედინეიშვილი (1:2), 14 წთ, ნინოშვილი (2:2), 21 წთ, ლუკავა (2:3), 23 წთ, ჩალაძე (2:4), 29 წთ, ნაკანი (3:4), 33 წთ, ნინოშვილი (4:4), 38 წთ, ნინოშვილი (5:4).
ერისთავი: 1. მამუკა მჭედლიშვილი, 88. ოთარ მგელაძე, 10. გია ნინოშვილი, 8. დავით ნაკანი, 3. ირაკლი სეფერთელაძე, 96. ზურაბ ძაგანია.
სათადარიგოები: 2. ირაკლი კუჭავა, 7. ლაშა მდივანი, 4. გიორგი წიკლაური, 6. ანრი ტაბატაძე
ალგო:1. ემზარ გოგიშვილი, 21. გიორგი გუნია, 7. გიგი ბაშელეიშვილი, 17. დავით ლუკავა, 24. მალხაზ ჯორბენაძე, 3. ნიკა ჩალაძე.
სათადარიგოები: 73. ზაალ ქუთათელაძე, 13. ემზარ ბედინეიშვილი, 49. გიორგი გოგშელიძე
საქართველოს უნივერსიტეტი - ნატახტარი 2:4
გოლები: 5 წთ, ჭოხონელიძე (1:0), 13 წთ, ჭოხონელიძე (2:0), 17 წთ, მიდელაური (2:1), 23 წთ, მშვიდობაძე (2:2), 31 წთ, ყაზარაშვილი (2:3), 37 წთ, მაყიშვილი (2:4)
ს.უ: 1. ვასილ გვარამაძე, 13. მირიან ჯანგავაძე, 2. გოგლა ჭოხონელიძე, 3. რასიმ კურბანოვი, 7. ლაშა ქუცურუა, 8. ბექა სხირტლაძე.
სათადარიგოები: 9. საშა კორნეევი, 10. გელა ლაბაძე, 11. ზურა ბიძინაშვილი, 5. უბუ ჯორჯი, 15. თენგო მეზვრიშვილი.
ნატახტარი:1. ვასო საბაშვილი, 6. დათო დარჩია, 2. დიმა მაყიშვილი, 10. გიორგი სეფერთელაძე, 14. გიორგი მშვიდობაძე, 33. მიშა თოფურია.
სათადარიგოები: 12. გია გონგაძე, 13. კახა ხამხაძე, 4. იაგო კაპანაძე, 21. გიორგი ყაზარაშვილი, 8. კახა გოგოხია, 11. ლაშა მიდელაური, 17. ზურა ჩიტიშვილი.
* * *
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს, SBM-ის ორგანიზებით იმართება."ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".
"ვერცხლის ლიგის" გენერალური სპონსორია "ვი თი ბი ბანკი".
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.
ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge
ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური