ვასილი უტკინის ბლოგი: მე მოგიყვებით დავით ყიფიანზე

AutoSharing Option
პოპულარულმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა და ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა გამოაქვეყნა ბლოგი ქართული ფეხბურთის ლეგენდა დავით ყიფიანზე, რომელსაც მცირე ცვლილებებით გთავაზობთ.

* * *
თქვენ ხომ არ გინახავთ ყიფიანი, არათუ ფეხბურთელობისას, არამედ საერთოდ. ამიტომ მე მოგიყვებით მასზე. მქონდა ბედნიერება, მისი ფეხბურთელობის ეპოქაში მეცხოვრა, შემდეგ კი პირადადაც გავიცანი. ის კი დიდად არც იცვლებოდა.

81 წელი იყო მისი საუკეთესო წელი - თასების მფლობელთა თასი, დიდი ტურნირი. 82-ში ის არ აიყვანეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში და არ წაიყვანეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლა ზუსტად 4-ჯერ ასაკოვანი ვარ, ვიდრე მაშინ.
ამ ხნის განმავლობაში ენითაუწერელი სამწვრთნელო გადაწყვეტილებების გაგება ვისწავლე, მაგრამ რატომ ვერ წავიდა ყიფიანი ესპანეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩემთვის ახლაც აუხსნელია.

ეს აუხსნელი იყო მაშინაც და ახლა, დროის გასვლის და გამოცდილების მიღების შემდეგაც. მოხარული ვიქნებოდი, ვინმეს რომ აეხსნა ჩემთვის, რით ჩამორჩებოდა ყიფიანი, სიტყვაზე, ზიკოს ან იმ დროის მარადონას. აი, სოკრატესს ის აშკარად სჯობდა, იმდროინდელი პლატინიც შურის თვალით გამოხედავდა მას. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, ამის შემოწმება ახლა ხომ შეუძლებელია, მაგრამ ბურიაკი და გავრილოვი ხომ მაინც (დიდებული ფეხბურთელები, სხვათა შორის), რომლებიც ყიფიანს არჩიეს, მასთან შედარებით უბრალო მეგარმონეები იყვნენ.

ზოგჯერ ამბობენ, თამაშობს, როგორც სუნთქავსო - ცარიელი სიტყვებია. ჩემი აზრით, არ არის სუნთქვაში არაფერი ინდივიდუალური, სექსუალური. მე ვიტყოდი, თამაშობს, როგორც დადის. აი, მოძრაობაში არის რაღაც უნიკალური, მარტო შენთვის დამახასიათებელი, სტილიც და სექსიც. ყიფიანი სწორედ ასე თამაშობდა. ის შეიძლება პიჯაკით გამოსულიყო მოედანზე და ეს ვერავის შეემჩნია. მისი რამდენიმე ნაბიჯი ბურთით მოდურს ხდიდა ყველაფერს, რასაც შეეხებოდა, თუნდაც იმ ადრეულ სიმელოტეს.

შეიძლება სიმელოტის გამო უწოდეს კიდევაც მას პროფესორი. არ იყო ის პროფესორი. პროფესორი კარიერაა, თანამდებობაა, ბოლოს და ბოლოს, პროფესორი ბევრია.

სულაც არ ვამბობ, რომ მას სხვა მეტსახელი მოუხდებოდა, ან რა საჭიროა მეტსახელი - ყიფიანი! განა ნიშნავს კიდევ სხვას?

შონ კონერის იერსახე (ჯეიმს ბონდის მერე) მას შეეფერება: მაღალი, ტანადი, ოდნავ მელოტი, ჭკვიანი თვალებით... სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ის დაუმარცხებელია. ეს ყიფიანია და ცოტათი ბონდიც.

მეტჯერ მე ის არ მინახავს. თავიდანვე მსურდა მისი ნახვა, როგორც სახელის და არა როგორც ფეხბურთელის. ზუსტად 13 წლის მერე, რაც საბჭოთა ნაკრებში მე-13 ნომრით მოთამაშე ვიტალი დარასელია, რომელმაც 13 მაისს თასების თასზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი, 13 დეკემბერს ახალთახალი მანქანით გადაიჩეხა. მე მითხრეს, რომ ყიფიანს ვეღარ ვნახავდი - ის თურმე იძებნება, სადღაც კვიპროსშია და როგორც კი იქაურობას დატოვებს, ინტერპოლი დააპატიმრებს, იმიტომ, რომ ის კანონიერი ქურდია.

გულუბრყვილო დროება იყო... ასეთი სისულელეები სერიოზული გარჩევის თემა იყო. უფრო სწორად, ასეთი მონაჩმახების სერიოზულად სჯეროდათ. რეალობა პარალელებს ეძებდა მაშინდელი "ბოევიკების" ეპიზოდებთან და ვისთვის მიემგვანებინათ ყიფიანი? აბა, მზვერავისთვის ხომ არა!

ამის მერე მან "შინიკი" ჩაიბარა. დიახ, ინტერპოლისგან დასამალავად უკეთეს ადგილს "ვერ მონახავ". მე არ შევმცდარვარ ყიფიანში - მითი ცხოვრობდა მითის ცხოვრებით, ყიფიანი რჩებოდა ყიფიანად.

ის თავისი მაღალი შუბლით ფარავდა ეკრანს, დინჯად პასუხობდა მოდებილო კითხვებს - ჩვენ ერთმანეთს НТВ-ს სტუდიაში შევხვდით, გადაცემა "საფეხბურთო კლუბისთვის" მზადებისას, სასტუმრო "როსიაში", სადაც მაშინ ყველა ტელევიზიის ოფისი იყო განლაგებული და რომლის პირველი გამოსარჩევი ის იყო, რომ უკან კრემლი მოჩანდა. იქ, ფანჯარასთან სხდებოდნენ ჩვენი სტუმრებიც. იჯდა ყველა, მაგრამ ამას ყურადღება მხოლოდ დავითმა მიაქცია - არასოდეს ვმჯდარვარ ფანჯრის რაფაზე, თანაც, როცა ზურგსუკან კრემლიაო.

მაშინ მან სარეკლამო პაუზისას დელიკატურად "მომტეხა". 26 წლის ვიყავი და კრუიფის, ლინეკერის, სხვების გამონათქვამებით ვცოცხლობდი და რა თქმა უნდა, ხანდახან სისულელეებსაც ვამბობდი. "ვასია, თქვენ მე მისმენთ? რას ამბობთ, ვასია..." შემდეგ კი ამიხსნა, რაში არ ვიყავი მართალი. ეთერში - მთელი ქვეყნის გასაგონად არაფერი უთქვამს.

რა სირცხვილია, გამოჩნდე იდიოტად ყიფიანის ფონზე. ეს ძალიან ბევრ საუკეთესოს განუცდია, ასე მაინც მოვხვდი მათ რიგებში.

ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს სუფრასთან შევხვდით, მგონი, ვლადიკავკაზში. ვუყურებდი, როგორ მეფობდა ის სუფრასთან. ერთ რამეს იტყოდა და ყველა გაისუსებოდა. მისი გამომეტყველება თითქმის არ იცვლებოდა, მხოლოდ ნახევრად გაღიმება და თვალების შეუმჩნეველი თამაში.

ჰყვება ანეკდოტად - "რა მოგაქვთ? ოქრო! მთელი ბარგი შეამოწმეს - სამი წიგნია. რას ხუმრობთ, ახალგაზრდავ. როგორ გეკადრებათ, შეიძლება ვინმესთვის მაკულატურაა, ჩემთვის ეს ოქროა". ხუმრობა - ისე რა, მაგრამ ის ამჩნევს სკეპტიკურ ღიმილს და აყოლებს: "ბიჭებო, სინამდვილეში ანგორის ბეწვეული მოგვქონდა და ყურადღების გაფანტვა მინდოდა".

ის თამაშობდა, როგორც დადიოდა; თამაშობდა, როგორც ლაპარაკობდა; თამაშობდა, როგორც სვამდა. მე ვიჯექი სუფრასთან, რომელიც ყიფიანს მიჰყავდა...

ბოლოსკენ მან მოჰყვა საოცარი და უცნაური ისტორია, რომელიც ძალიან ცხოვრებისეული იყო. ზუსტად მახსოვს და ამიტომ გავთამამდები და პირველ პირში მოვყვები.

"ერთხელ ახალკაცი გაუშვეს. მას ხომ ხანდახან უშვებდნენ. ყველა ხედავს, გუნდი თამაშობს - ესე იგი, უმწვრთნელოდაც ითამაშებს.

მოიყვანეს ახალი მწვრთნელი, ჩვენ მას ვიცნობდით ფედერაციიდან. ვუყურებთ მშიერი თვალებით. ამბობს: დისციპლინა უნდა ავამაღლო, თავად შეგამოწმებთ. ხუთშაბათიდან ყველანი ბაზაზე! კარანტინი. ვინც არ დაემორჩილება - გაირიცხება.

და ამ დროს ყველამ იცის, რომ ხუთშაბათს თბილისში ჩვენს მეგობარს ქორწილი აქვს და ყველანი იქ იქნებიან".

ყიფიანმა ღვინო მოსვა, სუფრასთან სიჩუმეა.

"ჩვენც კი ვიცით, რომ მნიშვნელოვანი თამაში გველის. ამიტომ ღამის ორ საათზე, ერთი-ორი ჭიქის დალევის შემდეგ დიღომში ვბრუნდებით. ერთგან გასაძრომია და იქ შევდივართ: მე, ჩივაძე, ვიტალიკი, ოთარ გაბელია, ვოვა გუცაევი. ახალი მწვრთნელი იქვეა - გველოდა".

ყიფიანი ისევ სვამს ბოკლიდან, სრული სიჩუმეა.

- რა მოხდა მერე?

ყიფიანი იღიმის.

- იცი, ვასია, მას ხომ არ შეეძლო ჩვენი გაგდება ან რატომ უნდა გავეგდეთ? ის ერთ თვეში მოხსნეს, ამ ამბავმა გადაიყოლა.

- ანუ დავიდ დავიდოვიჩ, მთავარი ფეხბურთელებია, ესაა ამ ისტორიის მორალი?

ყიფიანმა კიდევ მოსვა. როგორც ჩანს, სუფრასთან მხოლოდ ერთი იდიოტი აღმოვჩნდი.

- ვასია, იცი? ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მეორე მწვრთნელი.

ყველა მე დამცინოდა, ყიფიანმა კი შემომთავაზა, გავიდეთ, მოვწიოთო. მოწევა მაგიდასთანაც შეიძლებოდა, თანაც არ ვეწეოდი. გარეთ რაღაც სისულელეზე ვილაპარაკეთ. ყიფიანს ეგონა, გულზე მომხვდა ის დაცინვა და სიტუაციიდან ჩემი გამოყვანა სურდა. აი, ასეთ რამეს "მეორე მწვრთნელი" ხომ ვერასოდეს შეძლებდა.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ დარასელია 30 წლის წინათ დაიღუპა. დავით ყიფიანიც ავარიით გარდაიცვალა, თუმცა მანამდე, წამებით ადრე გული გაუჩერდა. გუშინ კი მე და ჩემი მეგობრები "საფეხბურთო კლუბში": დიმა სავინი, ვანია ხმელნიცკი, მიხაილ მელნიკოვი ჩვენი სერიალის მორიგ ფილმს ვაკეთებდით დიდ გუნდ თბილისის "დინამოზე".

მე უნდა წამეყვანა და ვერ შევძელი. არადა, მასალები ძალიან კარგი იყო და შესანიშნავი გადაცემა გამოდიოდა. გული დამწყდა.

დღეს გამეორებას ვუყურე - თბილისის "დინამოზე" სიუჟეტი ასრულებს გადაცემას - პირდაპირ გეუბნებით, ბედნიერებაა, რომ მე არ წამიყვანია გადაცემა. უბრალოდ, ამის მერე ვეღარ ვილაპარაკებდი. კიდევ ერთხელ ვნახე, როგორ თამაშობდნენ ისინი, როგორი იყო ყიფიანი...

ბიჭებო, ზიკო უბრალოდ დაისვენებდა, მარადონა ალბათ ისწავლიდა, პიერ ლიტბარსკი იოცნებებდა, რომ მას და არა დარასელიას მისდიოდა ეს პასები; სოკრატესი, უბრალოდ, ხელებს გაასავსავებდა...

ყიფიანი კი იქ, უბრალოდ, არ იყო. ეს ახლა ძალიან იოლი წარმოსადგენია, ის ხომ არც ახლა არის, აღარ არის...

იხილეთ ვიდეო
ვასილი უტკინმა ბარსელონა თბილისის დინამოს შეადარა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 79 /
ვასილი უტკინის კომენტარი მაღიზიანებდა ხოლმე. მაგრამ სხვა გზა არ იყო, რადგან ქართული არხები ევროპიდან პირდაპირ რეპოტაჟს ვერ გადმოსცემდნენ. ახლა, საბედნიეროდ, ეს პრობლემა აღარ გვაქვს ქართველებს, ამიტომ მისი სმენის აუცილებლობა აღარ არსებობს, ამიტო ერთო 10 წელია მისი ხმა არ გამიგონია. მაგრამ მადლიერი ვარ იმ ადამიანს, ვინც ეს რეპორტაჟი და მისი ბლოგიდან ტექსტი განათავსა, ვინაიდან ამ კაცზე ჩემი მცდარი აზრი შემაცვლევინა. მინდა ვიწამო, რომ მისი მათქვამი ნამდვილად გულიდან მოდის.
ok
27 თებერვალი 2014 20:34
1
მადლობა უტკინს იმისთვის, რომ ასე გულმხურვალედ აღიარა ის რასაც არ აღიარებდა რავინ, მხოლოდ ეთნიკური კუთვნილების გამო:
"მოხარული ვიქნებოდი, ვინმეს რომ აეხსნა ჩემთვის, რით ჩამორჩებოდა ყიფიანი, სიტყვაზე, ზიკოს ან იმ დროის მარადონას. აი, სოკრატესს ის აშკარად სჯობდა, იმდროინდელი პლატინიც შურის თვალით გამოხედავდა მას. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, ამის შემოწმება ახლა ხომ შეუძლებელია, მაგრამ ბურიაკი და გავრილოვი ხომ მაინც (დიდებული ფეხბურთელები, სხვათა შორის), რომლებიც ყიფიანს არჩიეს, მასთან შედარებით უბრალო მეგარმონეები იყვნენ."
GiorgiG83
27 თებერვალი 2014 19:00
0
მეც მყავს ნანახი დავით ყიფიანი. სუფრასთან მის წინ ვიჯექი. ნამდვილად ასეთი იყო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული
ლეგენდა
06 თებერვალი 2022 00:35
1
რა საშინელი თარგმანია, ზოგგან აზრი საერთოდ ვერ გამოვიტანე.ჯობდა რუსულად დაგედოთ..
n
28 თებერვალი 2014 16:15
4
ვეთანხმები ბასას სრულად. არწაყვანის პირველი და მთავარი მიზეზი რუსულ შოვინიზმში უნდა ვეძებოთ. მეორე მიზეზი იყო ნეპოტიზმი ( გავრილოვი ბესკოვის სიძე გახლდათ. სამწვრთნელო ტრიადა ფორმალობა იყო და ყველაფერს ბესკოვი წყვიტავდა) უტკინი როგორც კომენტატორი არც მე მეხატებოდა გულზე, რადგან კარგად მახსოვს მისი ტენდენციური რეპორტაჟები. მიუხედავად ამისა მადლობა მას. ყიფო გენიოსი იყო.
nukri62
27 თებერვალი 2014 21:10
5
სიძე იყო ხიდიატულინი
muro
31 დეკემბერი 2020 05:17
1
რა არის ფეხბურთი?
მეტყვით სპორტის სახეობააო ხომ?
ყიფიანმა კი, სპორტის ეს სახეობა სიმფონიის დონეზე აიყვანა,, მისი თამაში იყო დირიჟორის ხელმძღვანელობა ორკესტრთან, თან რა ორკესტრთან დარასელია, გუცაევი, შენგელია, დიდებული სოლისტების არაჩვეულებრივი დირიჟორი. რა ზიკო? რის პასარელა, ყიფიანს თითქოს ერთგული ძაღლი, ერთმანეთს ისე ეფერებოდნენ, ვისაც არ უნახავს მისი თამასები, მას ფეხბურთში სასწაული არ უნახავს. მე ბედნიერი ვარ, რომ მტელი მისი კარიერა მაქვს ნანახი, 81 ში 18 წლის ვიყავი,. როცა ყიფიანმა დაანება თამაშს, მას მერე მეც დავანებე ფეხბურთის ყურებას თავი და ეხლა სიბერეში თუ ვუყურებ რაღაც მომენტებს, მას მერე ფეხბურთის ყურებით ვერ ვსიამოვნებ და მომკალით, რაღაც ეპიზოდები ბარსა რეალის ან რომელიმე შემტევ სტილის მოთამაშე გუნდები კი მომწონს, მაგრამ მთლიანობაში ნერვები არ მყოფნის რომ ვუყურო, აი ბატონებო, ესეთი იყო დავით ყიფიანის ფეხბურთი. განუმმეორებელი რბილი და ფანტასტიკური.
ვესტ ფემთან, ფეინორდთან, ლივერპულთან და ბევრ გუნდთან, ინტერი მავიწყდებოდა დათოს გოლით იქ მოუგეთ ინტერს 0..1 მოკლედ, მაშინდელ ევროპულ ფეხბურთს ანახეს, თუ რა არის ბურთით დადგმული კლასიკა და ამის შემოქმედი იყო გუნდი, რომლის დირიჟორი იყო დავით ყიფიანი !!! .
მადლობა იმ თაობას, მადლობა ახალკაცს გენიალურ მწვრთნელს და პიროვნებას.
კ ო მ ბ ლ ე
12 თებერვალი 2022 03:53
1
jojo, ცნობისათვის. ბურიაკი რუსი არ იყო ჯიგარ. ასე რომ.
zako
28 თებერვალი 2014 16:36
2
კარგია უტკინი ასე რო საუბრობს ქართველ ფეხბურთელზე სასიამოვნოა,სწორედ აღნიშნავს დათოს გენიალურობაზე და ეტყობა მართლა არ იცის ზოგიერთი ფაქტი. მაგ 81-ში მსოფლიო ჩემპიონატამდე თვეებით ადრე იმავე ესპანეთში სადაც უნდა ჩატარებულიყო ეს ჩემპიონატი,თბილისის დინამო ოთხთა ტურნირზე მიიწვიეს როგორც ევროპის თასის მფლობელთა თასზე გამარჯვებული, ბავარიასთან მოგების შემდეგ დინამო რეალს შეხვდა და როცა მათმა მცველმა ანხელმა ყიფიანთან ვერაფერი გააწყო,პეპეს სტილში უკნიდან ორივე ფეხით ჩაარტყა და ორ ადგილას მოტეხა ფეხი...დათოს რო უცხოეთში ემკურნალა შეიძლება ის ფანტასტიკური ფორმა აღედგინა,მაგრამ...მოკლედ დათო ვერ დაბრუნდა...ხოლო რაც შეეხება პროფესორს ეს ჩივაძეს მეტსახელი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომლის კაპიტანიც ის იყო,ყოველშემთხვევაში ასე ამბობდა მასლაჩენკო,როცა ჩივაძის შექება უნდოდა.
giorgi
01 მარტი 2014 00:29
12
ცოტა უზუსტობას აქვს ადგილი თქვენს ნაწერში. პირველი თამაში ბავარიასთან კი არა რეალთან ქონდა დინამოს, სადაც დაშავდა ყიფიანი.
ირაკლი
01 იანვარი 2021 02:32
1
არა ბატონო, "პროფესორს" და გენიოსს დათოს ვუძახდით!!!
გურამ
30 დეკემბერი 2020 16:11
2
ყველა გამოხმაურება
რა ახსნა უნდა, თვითონაც იცის არ ამბობს(რუსულუ შოვინიზმი), ქართველი იყო ყიფიანი აი ამიტომ არ წაიყვანეს, ყველა რუს ფეხბურთელს აჯობებდა აი ამიტომ არ წაიყვანეს...ვერ აუხსნია თურმე, აი ახსნა
basa
27 თებერვალი 2014 19:19
4
ვიდეო არ დაიდება არასდროს?
Dato
26 იანვარი 2021 09:13
2
იუტუბზე მოიძიე ძმა
mirosan
06 თებერვალი 2022 02:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული