კახი ასათიანის სახელობის თასი

AutoSharing Option
12 დეკემბერს 63 წელი შეუსრულდებოდა გამორჩეულ ქართველ ფებურთელს კახი ასათიანს. მისი ხსოვნის ტურნირი მერვე წელიწადია 12-წლამდელ ჭაბუკთა შორის ტარდება. ამჟამადაც ღია სახალისო ფეხბურთის სკოლების კოორდინატორი საქართველოში ბადრი მაჭავარიანი და კახი ასათიანის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი ჩოლარია ხელმძღვანელობდნენ ტურნირს, რომელსაც 35-ე საფებურთო სკოლამ უმასპინძლა.

წლეულს ღია სახალისო ფეხბურთის სკოლების ტურნირის მონაწილე 15 გუნდიდან, ოთხი საუკეთესო კახი ასათიანის სახელობის ტურნირში ჩაერთო. მესამე ადგლისთვის მცხეთის გუნდმა 35-ე სკოლის მეორე გუნდს მოუგო 3:1. ფინალში კი ვლადიმერ გუცაევის სახელობის საფეხბურთო სკოლის ”იბერია" 0:6 დამარცხდა 35-ე სკოლის
პირველ გუნდთან. კახი ასათიანის თასის მფლობელები გახდნენ: გიორგი ენუქიძე, ლუკა რაზმაძე, ზვიად გოგია, არჩილ შალამბერიძე, ლექსო გოგილაშვილი, თორნიკე გობრონიძე, თეიმურაზ მაღრაძე, მიხეილ მჟავანაძე, ბექა მოქერია, ალექსანდრე შურღაია, დავით შენგელია.

სპეციალური პრიზები გადაეცათ: მაყურებლის სიმპათიისა - მიხეილ მუშკუდიანს; საუკეთესო მოთამაშის - თორნიკე გობრონიძეს (ორივე - 35-ე სკოლის მეორე გუნდი); მცველის - დავით თუღანოვს (მცხეთა); ლამაზი გოლის - გიგი წილოსანს (”იბერია"). სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ტურნირის მონაწილე ყველა ფეხბურთელსა და მწვრთნელს.

”თავის დროზე კახი ასათიანის მონაწილეობით არაერთი მატჩი მიმსაჯია. კახი დიდი პიროვნება, არაჩვეულებრივი ფეხბურთელი და საუკეთესო ადამიანი იყო. სანამ მუხლებში ძალა მექნება, მისი სახელობის ტურნირს ყოველთვის ვიმსაჯებ"- გვითხრა ამ ტურნირის უცვლელმა მსაჯმა, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ანატოლი მილჩენკომ.

ბადრი მაჭავარიანს თქმით, გაისიდან ტურნირი მასობრივი გახდება და მასში მონაწილეობას გაცილებით მეტი გუნდი მიიღებს.


ყოვედღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული