ფინალი ისეთი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, "ბენდელაზე" შეკრებილი 1300-მდე მაყურებელი ნამდვილად ვერ მოიწყენდა. ყიჟინაც ისეთი ახლდა ფინალს, უმაღლესი ლიგის მატჩებზეც რომ სანატრელია.
გამარჯვებული გახდა გიორგი დეკანოსიძის მიერ გაწვრთნილი "საბურთალო", რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის "დინამოს" აკადემია 3:2 დაამარცხა და ტურნირის მთავარი პრიზი მოიპოვა.
საერთოდ, ბოლო სამი წელია, "დინამოს" აკადემიისა და "საბურთალოს" ნებისმიერი ასაკის გუნდების თამაშები თბილისურ
ამ ფინალს არ უკავშირდება, მაგრამ ერთი ამბავი უნდა გავიხსენო - წლების წინ, როცა ერთ-ერთი ქართული ტურნირის ფინალს დაესწრო, გერმანული კომპანიის პრეზიდენტი რიჩარდ სალერი გაოგნებული დარჩა - რა ნიჭიერი ბავშვები გყავთო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ტურნირის დაფინანსება.
ჩვენს ბავშვებს ნიჭი და ტალანტი მართლაც აქვთ. მოდიან საფეხბურთო სკოლებში და მათი ხილვა ერთი სიამოვნებაა. მაგრამ მერე, სკოლის დამთავრებისთანავე, ტალანტები ქრებიან და იკარგებიან.
"არაჩვეულებრივი გამოფენის" არ იყოს, ამის შემხედვარე კარგი "მოქანდაკე" იტყოდა - "მე ამისგან გავაკეთებ"...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"