რევაზ მგელაძის სახელობის ტურნირი: რატომ ქრება ეს ცეცხლი?

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივნის, ახლახან გარდაცვლილი რევაზ მგელაძის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა - მთავარი პრიზი 2003 წელს დაბადებულმა ბავშვებმა გაითამაშეს.

ფინალი ისეთი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, "ბენდელაზე" შეკრებილი 1300-მდე მაყურებელი ნამდვილად ვერ მოიწყენდა. ყიჟინაც ისეთი ახლდა ფინალს, უმაღლესი ლიგის მატჩებზეც რომ სანატრელია.

გამარჯვებული გახდა გიორგი დეკანოსიძის მიერ გაწვრთნილი "საბურთალო", რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის "დინამოს" აკადემია 3:2 დაამარცხა და ტურნირის მთავარი პრიზი მოიპოვა.

საერთოდ, ბოლო სამი წელია, "დინამოს" აკადემიისა და "საბურთალოს" ნებისმიერი ასაკის გუნდების თამაშები თბილისურ
დერბებად იქცა და თუ ვინმეს ნაღდი, ჯიგრიანი და ლამაზი ფეხბურთი მოენატრა, მერწმუნეთ, ამ შეხვედრებს უნდა დაესწროს. მოლოდინი ამ ფინალმაც გაამართლა - მაღალი ტემპი, მონატრებული ფინტები და იმპროვიზაცია, ლამაზი გოლები... მოკლედ, ბევრი რამ, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს.

ამ ფინალს არ უკავშირდება, მაგრამ ერთი ამბავი უნდა გავიხსენო - წლების წინ, როცა ერთ-ერთი ქართული ტურნირის ფინალს დაესწრო, გერმანული კომპანიის პრეზიდენტი რიჩარდ სალერი გაოგნებული დარჩა - რა ნიჭიერი ბავშვები გყავთო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ტურნირის დაფინანსება.

ჩვენს ბავშვებს ნიჭი და ტალანტი მართლაც აქვთ. მოდიან საფეხბურთო სკოლებში და მათი ხილვა ერთი სიამოვნებაა. მაგრამ მერე, სკოლის დამთავრებისთანავე, ტალანტები ქრებიან და იკარგებიან.

"არაჩვეულებრივი გამოფენის" არ იყოს, ამის შემხედვარე კარგი "მოქანდაკე" იტყოდა - "მე ამისგან გავაკეთებ"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქეცბაიას ბრალია თურმე მატაობას უკრძალავს
ნნნჰ
19:18 13-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული