პარლამენტარის აზრით: ქეცბაიას სიჭინავა და მისი გუნდიც უნდა მიჰყვნენ

AutoSharing Option
ბოლო დროს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე საზოგადოებას საფეხბურთო პრობლემების განხილვისკენ აქტიურად მოუწოდებს.

პოლონეთთან წაგების შემდეგ მან სტუდია "რეპორტიორში" პრესკონფერენცია გამართა და ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ ილაპარაკა:

- მინდა შევეხო თემას, რომელიც მნიშვნელობით არც ერთ პოლიტიკურ საკითხს არ ჩამორჩება - ესაა ფეხბურთი. ამაზე ლაპარაკს ოთხშაბათს პარლამენტშიც ვაპირებდი, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო რეგლამენტით გათვალისწინებული დრო არასაკმარისი აღმოჩნდა...

კარგად მახსოვს 13 მაისი, როცა ქუჩაში მთელი საქართველო გამოვიდა. ეს ხალხი დღესაც ფეხბურთის მოყვარულია, მაგრამ შეურაცხყოფილია იმით, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება.

Sportall.Ge
თემურ ქეცბაია ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და გულშემატკივრებს თავი შეგვაყვარა, მაგრამ საპირისპირო გამოდგა მისი სამწვრთნელო საქმიანობა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან თავად ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი მოკვდა.

ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს, რომ უმძიმესი მდგომარეობაა. ჩვენი ფეხბურთი რეანიმაციაშია და ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ცუდია, რომ ქეცბაიამ საქმიანობა ასე დაამთავრა, მაგრამ მასთან ერთად სიჭინავა და მისი გუნდიც უნდა გადადგეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ქართულ ფეხბურთს რაიმე პერსპექტივა გაუჩნდეს.

თუ ეს გუნდი 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც დარჩება, ეს დეგრადაციას გააგრძელებს. ჩვენ კი დრო არ გვაქვს.

- სიჭინავა ნაკრების წარუმატებლობასთან რა კავშირშია?
- ამ უბედურებაზე ის არანაკლებაა პასუხისმგებელი. ვისაც ფეხბურთი ხელში ჩააკვდა, პასუხისმგებლობას არ იღებს?

დასამალი არაა, რომ ზვიად სიჭინავა ფედერაციაში წინა ხელისუფლების მაქინაციებით მოხვდა. ქართული ფეხბურთის იმიჯისა და ნაკრების შედეგების გასაუმჯობესებლად კი, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა. ბაზებს რომ აშენებდა, ამ ფაქტზე აპელირება უადგილოა, რადგან ეს თანხები ფიფა-უეფადან და სახელმწიფოდან მოდიოდა.

სიჭინავა და მისი გუნდი არ იყო, ქეცბაიას რომ იცავდნენ? ისიც გაუგებარია, ფედერაცია მწვრთნელებს უზარმაზარ თანხას რაში უხდიდა? ამბობენ, ფეხბურთელები არ გვყავსო. დაიარონ რაიონები და უამრავ ნიჭიერ ბავშვს ნახავენ. მაგრამ, რომ არ დადიან, სად იპოვიან?

აქვე, მინდა ჩემს სათაყვანებელ ადამიანებზეც ვილაპარაკო, ვინც ჩვენს ფეხბურთს სახელი მოუტანა და ნებსით თუ უნებლიეთ, ფედერაციის დღევანდელი პრეზიდენტის მხარდამჭერია. დაფიქრდნენ, ვის გვერდით დგანან, მერე გვიანი არ იყოს. მათ უნდა დაარწმუნონ სიჭინავა, რომ გადადგეს და ხალხი კიდევ გაუგებს. ამას თუ არ გააკეთებს, მე, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გულშემატკივარი, ვაცხადებ, რომ ათასობით ქომაგთან ერთად ქუჩაში გამოვალ მოთხოვნით - არა ამ ფედერაციას, მის პოლიტიკას და გადადგეს სიჭინავა!

ქეცბაიას გადადგომას ავტომატურად სიჭინავას გადადგომაც უნდა მოჰყოლოდა.

ბოლო ამბავზეც მოგახსენებთ, როცა 8 მსაჯი დააკავეს. არც ერთი მათგანი არ უნდა დაეჭირათ, პირველივე პრეცედენტზე შემდგომი ქმედებები აღეკვეთათ და არ დალოდებოდნენ, სანამ ამ უბედურებაში 8 კაცი გაერეოდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ საქმეში ფეხბურთის ჩინოსნებიც არიან გარეულები. გამოძიება მიმდინარეობს და იმედია, საინტერესო საკითხებს პასუხი გაეცემა.

- ეს სერიოზული ბრალდებაა. საქმეში ფედერაციის ჩინოსნების მონაწილეობაზე კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ?
- ვისაც ოდნავ მაინც ესმის ფეხბურთის ფედერაციის, მსაჯთა და დელეგატთა ინსტიტუტის მოწყობა, იცის - ესაა ფედერაციასთან აბსოლუტურად გადაჯაჭვული სისტემა. მსაჯთა კორპუსი არის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ვერც ერთი მსაჯი ვერაფერს გაბედავს, თუ მას ზედა რგოლებში დაუსჯელობის გარანტია არ ექნება.

მე ვარ პარლამენტარი და კანონმდებლობა მაძლევს უფლებას, ინფორმაციის წყარო არ დავასახელო, მაგრამ ინფორმაცია მაქვს, რომ ამ საქმეში ფეხბურთის ჩინოსნებიც არიან გარეულები. თუ ვინ, ამას გამოძიება დაადგენს.

ფედერაციის წესდებაში წერია - თუ საფეხბურთო ინდუსტრიაში რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ხდება, აღმასკომს საგანგებო კომიტეტის შექმნისა და კონკრეტული თემის შესწავლის უფლება გააჩნია. ფედერაციას ეს რომ გაეკეთებინა და მსაჯების მოქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო ქმედებები დაეწყო, მაშინ მათი დამოკიდებულება გასაგები იქნებოდა.

მაგრამ ასე არ მოხდა, ფედერაციის პრეზიდენტმა ამაყად განაცხადა - გამოძიებასთან ვთანამშრომლობ და მოხარული ვარ, ეს ფაქტები რომ გამოვლინდაო. ამ დროს მოხარული კი არა, დათრგუნული უნდა იყოს, მის მეურნეობაში ასეთი ამბები რომ ხდება. უნდა შერცხვეს, ეს ხალხი და მათი ოჯახები რომ დაიღუპა, როცა შესაძლებელი იყო, მინიმუმ 7 კაცი გადარჩენილიყო.

რაც მთავარია, ამ ყველაფრის უკან ქართული ფეხბურთის პრესტიჟი დგას. ერთ-ერთი დაკავებული ხომ ფიფას არბიტრია. ინფორმაცია თუ ჰქონდათ, ეს ამბავი თავიდანვე უნდა აღეკვეთათ.

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როცა უეფა ფეხბურთის ფედერაციას უგზავნის რეპორტებს და ატყობინებს, რომ ამა და ამ თამაშში კორუფციის ნიშნებია და ამ სიგნალზე რეაგირება არ ხდება. ესეც ფედერაციის მენეჯმენტის ბრალია.

იმედია, ქართველი გულშემატკივარი თავისი შეუპოვრობითა და სიმართლით ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ საფეხურზე აყვანას მოახერხებს და ყველანი მომსწრენი გავხდებით ქართული ფეხბურთის წარმატების. შეიძლება, ვიღაცას გაეღიმოს, მაგრამ ადრე ფეხბურთში წარმატებები რომ იყო, ეს შრომის ნაყოფიერების წინაპირობა ხდებოდა. არავინ თქვას, რომ მაშინ სხვა დრო იყო - პრობლემები მაშინაც იყო და ახლაცაა. ფეხბურთი ჩვენთვის ზეიმი იყო, რომელიც ფედერაციის უგუნური მიდგომით წაგვართვეს.

სიჭინავას გადადგომა იმიტომაცაა საჭირო, რომ პოსტზე დაუმსახურებლად მოვიდა, ქართველები კი ასეთ ფეხბურთს არ ვიმსახურებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 56 /
განგაშიაა,განგაში ასატეხიიი
ჟილკიანი
26 ნოემბერი 2014 01:42
0
როცა ნაკრების მწვრთნელი აცხადებს რომ საქართველოში ფეხბურთი მკვდარია - ამაში უპირველესი დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა.პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.
Ika
26 ნოემბერი 2014 01:34
0
გუშინ არვრლაძეს ვუსმინე არენაში და დავრწმუნდი რომ არსად წასვლას არ აპირებეენ,უნდა ვაიძულოთ,ქართველები არა ვაართ.მიშას ავაცმევინეთ და ესენი ვინ არიაან.ერთიანობა და ძალა უნდა ვანახოთ.
შოთა
26 ნოემბერი 2014 01:03
0
სიჭინავას და არველაზეს,შუბლის ძარღვი არ დაგყოლიაათ.გცხვენოდე!!!
ეეეხ
26 ნოემბერი 2014 00:57
0
ჩემო ქართველებო,ძლივს მოვისმინე პარლამენტარისაგან სიმართლე(ისე ეს ლორთქიფანიძე მართლა სწორ პოზიციებს აფიქსირებს პოლიტიკურადაც და ეხლა უკვე ფეხბურთშიც)და მართლა გამიჩნდა იმედი.ჩვენც,ჩვენი ხმა გავაერთიანოთ,ჩვენ ასიათასობით ვართ და ფეხბურთის მკვლელებს შევძახოთ ფედერაციასთან,წააააადიიით,წააადიიით
კაცი
26 ნოემბერი 2014 00:52
0
კარგია, რომ საიტი იძლევა საშუალებას ჩვენი აზრი გამოვთქვათ საჭირბოროტო საკითხებზე(სამწუხაროდ გაზეთში ამის საშუალება არ არის). "უფსკრული" - ეს არის დღეს ქართული ფეხბურთის მდგომარეობა, და არ მეგულება მისი გულშემატკივარი, სხვა აზრი რომ გააჩნდეს. ვერაფრით ვერ დავაბრალებ ყველა ცოდვას ქეცბაიას (პირიქით, მადლობელიც კი ვარ მისი, შეხედა რომ შედეგი არ აქვს და თავისი ნებით წავიდა, თუმცა ადრე რომ გადაედგა ეს ნაბიჯი, ჯობდა). აი მთავარი გმირები კი თავს დამნაშავედ არ თვლიან და კიდევ ებღაუჭებიან თავის სავარძლებს. თუ არა ფეხბურთის ფედერაცია, მაშ ვინაა მთავარი დამნაშავე? ეს ხომ მათ ხელში მივიდა ფეხბურთი ასეთ მდგომარეობამდე. ჩემი აზრით, ფედერაციის მთლიანი ხელმძღვანელობა შესაცვლელია. რატომ? იმიტომ რომ მათ მიიყვანეს ამ დღემდე ფეხბურთი. და ეს არის შედეგი ან მათი უცოდინარობის, ან მავნებლობისა და საკუთარი კეთილდღეობის ფეხბურთზე მაღლა დაყენების გამო. ორივე შემთხვევაში ისინი უნდა წავიდნენ. და კიდევ ერთი, სააკაშვილს ნუ დაემსგავსება სიჭინავა და თვეებით ნუ გაიხანგრძლივებს პრეზიდენტობას. ის მაინც მოიქცეს კაცურად და წლის ბოლოს ნუ დაელოდება. დაძლიოს თავისი პლებეური, მდაბიო ამბიციები და ნუ დაელოდება ევროპის სუპერთასს, მანამდე ჩაატაროს არჩევნები. ამით თავის სახელს მთლიანად შავი ასოებით არ ჩაწერს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
Alexandre
25 ნოემბერი 2014 19:43
0
სიჭინავა და არველაძეები უნდა ჩამოშორდნენ სფფ-ს, რადგან ისინი არიან პასუხისმგებლები ნაკრების წარუმატებლობაზე და მთლიანად ფეხბურთში არსებულ სტაგნაციაზე. მაგრამ ქართული ოცნების გადასაწყვეტი არ არის ვინ იქნება შემდეგი ხელმძღვანელი. სფფ-ს პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში კორუმპირებული სისტემისთვის ხელსაყრელი კანდიდატის გამარჯვება განპირობებული და გარანტირებული არის არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში. ფედერაციის სუბიექტების და ხმის მიცემის უფლების მქონე ორგანიზაციების ხელმძღვანელების უმეტესობა არსებული სისტემის პირმშო არის. რატომ მისცემენ ისინი ხმას ინოვაციებს, რეფორმებს და ძირეული ცვლილებების განხორციელებას? საჭიროა საარჩევნო სისტემის გადახედვა და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნება. სახელისუფლებო ძალები არ უნდა ჩაერიონ საარჩევნო პროცესში. სხვა შემთხვევაში არჩევნები იქნება ფარსი.
უძლევი
24 ნოემბერი 2014 04:37
0
რა უბედურება გვჭირს ხალხო,ფეხბურთი რომ საშველია ამას რა დავა სჭირდება არ მესმის.ფედერაციის ვაი ხელმძღვანელები გონს მოეგონ დროზე,ასე აჯობებს საქმისთვის და ფეხბურტისთვის,
გიორგი
24 ნოემბერი 2014 01:55
0
ეეხ,თამაზ,თამაზ,სიჭინავისტებს და არველაძისტებს ნერვებმა გიმტყუნათ აშკარად,აქამდე ხომ მაგრად მიაქანებდით ფეხბურთს წარმატებებისკე,ეხლა ლორთქიფანიძე გიშლით ხელს არაა.ძირითადად ყველა ხომ მოისკიდეთ და ეხლა ვისაც თქვენი განადგურებული ფეხბურთი არ მოგვწონს,დაგვესხით თავს...ვნახოთ,ვნახოთ.
გულშემატკივარი
24 ნოემბერი 2014 01:15
0
ლორთქიბანიძისნაირი ყვერები რომ ჩაერევა ფეხბურში იმიტომ წავა ფეხბურთის საქმე კარგათ
თამაზი
24 ნოემბერი 2014 00:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული