თემურ ქეცბაია საბერძნეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე მთავარი ფავორიტია

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად თემურ ქეცბაია განიხილება. საქართველოს ნაკრებიდან ახლახან წასულმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა, რომ მას ეს პერსპექტივა ხიბლავს, თუმცა უშუალოდ არავინ დაკავშირებია.

იხილეთ: თემურ ქეცბაია: საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით დაინტერესებული ვარ

სიახლე კი ის არის, რომ ბერძნული მედია დღეს წერს, რომ კლაუდიო რანიერის შემცვლელობაზე თემურ ქეცბაია უკვე ფავორიტია.

ბერძნულ ტოტალიზატორებში უკვე იღებენ ფსონებს ახალი მწვრთნელის ვინაობაზე. მათი წარმომადგენელთა განცხადებით, ქართველი სპეციალისტი აშკარა ფავორიტია.

თემურის მწვრთნელობაზე ბუკმეკერები 3/1-ზე იღებენ ფსონებს. მისი უახლოესი მდევარი ტაკის ლემონისია
7/1. მესამეზეა ნიკოს ანასტოპულოსი - 8/1.
მკითხველის კომენტარები / 13 /
არც მთლად მასე არ არის საქმე. ლიხტენშტეინის ლუქსემბურგის ანდორას და სან მარინოს გარდა ყველა გუნდი რაღაცას ახერხებს. ვიცი რო სუსტი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ არც ისეა საქმე როგორც ვაჩენთ. დავიჯერო არ შეუძლიათ 1 ხელ წესიერად ითამაშონ 1 თამაში? როგორც პოლონეთთან პირველი ტაიმი. სტადიონზე ვიყავი და ზუსტად ვიცი რო ის პოლონეთმა კიარ ათამაშა საქართველომ ითამაშა ის ტაიმი. მერე რა ეტაკათ არ ვიცი გუნდი დეზორგანიზებული გახდა. ამას ფეხბურთელს ვერ დააბრალებ. არის კიდე ერთი მომენტი ზუსტად შეიძლება ვერ გავიხსენო, შარშან ვოლფსბურგის ფეხბურთელები თამაშობდნენ ანტიფეხბურთს მწვრთნელის გაშვება უნდოდათ, მოხსნეს ის მწვრთნელი ცუდი შედეგის გამო, მას მერე გუნდი დაფრინავდა, თურმე შეძლებიათ. რაღაც მსგავსი სეიძლება ხდებოდეს საქართველოს ნაკრებში. შეიძლება უბრალოდ ფეხბურთლები აკეთებდნენ სპეციალურად რო ქეცბაია წასულიყო. სხვას რას სეიძლება დააბრალო 25 წლის კაცი რომელიც 15 წელი ბურთს დაზდევს სწორ პასს ვერ აკეთებდეს და პასს ვერ იღებდეს. მიტუმეტეს ქართველები ტექნიკით ცნობილი ხალხია. ასეა თუ ისეა როცა გემი იძირება კაპიტანია დამნაშავე. ან ამინდი ვერ შეარჩია ან ეკიპაჟი, ან მარშრუტი. ქეცბაიასგან შედეგი უნდოდა ქართველებს, თორე მე რო დამაყენო საქარტველოს ნაკრების მწვრთნელად მეც წავაგებ 0-4 ს.
chiko
14:16 20-11-2014
0
მოკლედ მგონი ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდით რა გვინდა. საერთოდ ბევრ ჩვენთაგანს არც კი აქვს წარმოდგენა რა უნდა მოვთხოვოთ ქეცბაიას და რა არა. კაკაურიძეს იმიტომ ვაკრიტიკებთ, რომ მისი ყველა სტატია პირდაპირ თუ ირიბად იყო და არის მიმართული ქეცბაიას კრიტიკაზე, მაგრამ იმ პრობლემებზე რასაც ქეცბა იძახდა არც ერთხელ არ გაუკეთებია სტატია, თუ მსგავსს აკეთებდა იქ მაინც პირველ ადგილას ყოველთვის ქეცბაიას ადანაშაულებდა.
რატომ არ წერდა იმაზე, რომ ჩვენი თითქმის ყველა მეტოქე, გიბრალტარის გარდა ყველა რგოლში ჩვენზე ძლიერი იყო, ყველა პოზიციაზე უფრო ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ ვიდრე ჩვენ. თამაშის მიმდინარეობისას უფრო ძლიერად თამაშობენ ვიდრე ჩვენ. მცველი პოზიციას უფრო კარგად ირჩევს ვიდრე ჩვენი მცველი. ნახევარმცველი ბურთს კარგად იჭერს ვიდრე ჩვენი ნახევარმცველი, თავდამსხმელი უფრო ზუსტად ურტყამს ვიდრე ჩვენი თავდამსხმელი. საერთოდ ჩვენი მოწინააღმდეგე უფრო კარგად დარბის როგორც ბურთიანად ისე უბურთოდ ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები, უფრო სწრაფები არიან ვიდრე ჩვენ. მოწინააღმდეგეები საშუალო და გრძელ პასებს აკეთებენ და ასევე ღებულობენ უპრობლემოდ, მაშინ როცა ჩვენებს ასეთი პასების არც კეთება შეუძლიათ, არც მიღება. ელემენტარული პასის მიღებაც კი უჭირთ. ამდენ რაღაცას "ვითომ ჟურნალისტი", მითუმეტეს სპორტულ ჟურნალისტობაზე რომ აქვს პრეტენზია, რომ ვერ ხედავს ამ ზემოთჩამოთვლილს და ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელის ბრალი რომ ჰგონია ამიტომ გვაქვს ჩვენც პრეტენზია ამ "ვაი ჟურნალისტ" "ამხანაგ" კაკაურიძის მიმართ და ქეცბაიასაც ამ ყველაფერზე ეშლებოდა ნერვები. ეს "ვაი ჟურნალისტები" თამაშს კი არ არჩევდნენ წესიერად, ვინ რა შეცდომა დაუშვა და ვინ როგორ ითამაშა, არამედ მიადგებოდნენ ქეცბას და პირდაპირ ბრალს სდებდნენ. წარმოგიდგენიათ? რა, ქეცბაია ეუბნება წესიერი პასი არ გააკეთოო.. პასი არ მიიღოო... ისე ირბინე, რომ ხუთ მეტრში დაგეწიონოო... კარში ზუსტად არ დაარტყათოო... მოკლედ ეს კაცი ყოველთვის ამბობდა სამწუხაროდ არ მყავს ისეთი შემადგენლობა რომ ის ფეხბურთი ვათამაშო რაც ქართველ გულშემატკივარს მოსწონს და თან შედეგიც დავდოო.
დაფიქრდით ყველა სანამ ქეცბაიაზე ცუდს დაწერთ ან ფიქრობთ. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ქეცბაია უნდა წასულიყო ბევრად ადრე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ნაკრებს არ სჭირდებოდა ძვირადღირებული მწვრთნელი, ზაპოროჟეცზე, ან ნივაზე არ არის აუცილებელი ალონსოს, ჰემილტონის ან ფეტელის დასმა, რადგან ვერც ზაპოროჟეცი და ვერც ნივა ვერ გაასწრებს ვერც მერსედესს, ვერც რედბულს და ვერც ფერარის.
გულშემატკივარი chiko-s
12:33 20-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული