თემურ ქეცბაია: საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით დაინტერესებული ვარ

AutoSharing Option
ბერძნულ contra.gr-სთან კომენტარში საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით, რომლის მთავარი მწვრთნელის პოზიცია ამჟამად ვაკანტურია.

"დიახ, დაინტერესებული ვარ საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით. საბერძნეთის ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ასე რომ, ეს მომხიბვლელი პერსპექტივაა.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ბერძნული მედიის ცნობით, კლაუდიო რანიერის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია.

საიტი მას, მისსავე "მეორე სამშობლოში", კვიპროსზე დაუკავშირდა:

"კვიპროსზე მხოლოდ დღეს ჩამოვედი. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ამ თემაზე კონტაქტი არ მქონია.

ჯერ მხოლოდ თეორიულად შეიძლება ამაზე ლაპარაკი. სურვილი ნამდვილად მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ
ახლა საბერძნეთის ნაკრები რთულ სატურნირო სიტუაციაშია. ამის გამოსწორება შეიძლება.

რა თქმა უნდა, საქმე ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ მკვიდრი ბაზა არის და სიტუაციის შეცვლაც შესაძლებელია.

ჩემი აზრით, საბერძნეთის ნაკრებს ესაჭიროება ბერძნული რეალობის მცოდნე მწვრთნელი, რომელიც ლაპარაკობს ბერძნულად, რომელიც კარგად იცნობს ფეხბურთელების შესაძლებლობებს.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე კონკრეტულად არავისთან მილაპარაკია", - განაცხადა ქეცბაიამ, რომელიც 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.

18 ნოემბერს საბერძნეთის ნაკრებს სერბებთან მატჩში დროებითი თავკაცი კოსტას ცანასი გაიყვანს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთი რასაც ქეცბაიამ მართლა მიაღწია და ნუ დავუგარგავთ დისციპლინაა და ეს არ უნდა დაირღვეს სხვა მწვრთნელი რომ მოვა !
ქეცო
17:34 19-11-2014
0
ზოგიერთმა თქვა დაუმსახურებლად მოიგესო 2004 ში,ეგ პირზე როგორ უნდა მოგადგეს მასპინძელი ფავორიტი გუნდი ორჯერ გახსნაზე და ფინალში დაამარცხეს მთელი გუნდი დარბოდა და მერე ცუდს როგორ იძახით ბოლო ბოლო მართლმადიდებელი ხალხია თუ გინდა წარმატებას მიაღწიო შენნაირს უნდა უგულშემატკივრო მე სომხებსაც ვგულშემატკივრობ და აზერებსაც, თორე რეალის და ბარსას გულშემატკივრობამ დედა უტირა ქართულ ფეხბურთს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული