"დათო, სიტყვაზე გიჭერ - მესხების ოჯახს "ავაზას" დაბრუნებაში უნდა დაგვეხმარო"

AutoSharing Option
"ოქროს ბიჭების" სახელოვან იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა ლეგენდარული მიხეილ მესხის ქანდაკების გახსნა, რაც ვაკეში, მისივე სახელობის სტადიონის მთავარ შესასვლელში საკმაოდ ხალხმრავალი შეკრებით აღინიშნა.

ქანდაკების შექმნის ინიციატორიცა და განმახორციელებელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.

სფფ-მ ძეგლზე კონკურსი ორი წლის წინ გამოაცხადა. კონკურსში მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიამ გაიმარჯვა. ამ იდეის ხორცშესხმაში თავიანთი წვლილი ქალაქის მერიამ და საკრებულომაც შეიტანეს. ნამუშევარი ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარცხლბეკზე დგას.

Sportall.Ge"ქართველი ერი სამჯერ იყო ერთიანი. ორჯერ სიხარულმა გაგვაერთიანა - 1964 წლის 18 ნოემბერსა და 1981 წლის 13 მაისს,
ერთხელაც - 9 აპრილმა.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ძეგლის შექმნაში დამეხმარა, უპირველესად კი - ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას.

არც იმას დავმალავ, რომ ამ ძეგლზე მუშაობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო.

მიხარია, რომ ამ მოვლენამ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებების ადამიანები შეკრიბა. იმიტომ, რომ მიშა მესხი მთელ ერს უყვარდა", - თქვა შხვაცაბაიამ.

ძეგლის გახსნამდე სიტყვით გამოვიდნენ სფფ-ის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მიხეილ მესხის მეუღლე ქეთევან მესხი...

ხოლო დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერია მზადაა, კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე გააკეთოს. მერის სიტყვები ლეგენდარული ფეხბურთელის შვილიშვილმა, მსახიობმა მიშა მესხმა აიტაცა და მერს მიმართა:

"დათო, სიტყვაზე გიჭერ და საჯაროდ მოგმართავ, რომ მესხების ოჯახს "ავაზას" საფეხბურთო სკოლის დაბრუნებაში დაგვეხმარო. ეს სკოლა ბაბუის დაარსებულია. მიხარია, რომ ხალხი და ქვეყანა დიდ მიშა მესხს ასე აფასებს, მაგრამ ამ საფეხბურთო ცენტრის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია".

ჩვენთან საუბარში კი მიშა მესხმა თქვა, რომ მზადაა, სამსახიობო კარიერაზე უარი თქვას და "ავაზას" გვერდში რიგითი მწვრთნელის რანგში დაუდგეს, თუ სკოლა მართლაც დაუბრუნდება ოჯახს.

P.S. "ავაზას" გასხვისების უცნობ დეტალებზე ამ სკოლის ყოფილ დირექტორ მამუკა მესხთან ინტერვიუს "ლელოს" ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ. იქვე შევეცდებით, ამ საკითხზე კომპანია "ვისოლის" პოზიციაც დავაფიქსიროთ, რომელიც ამჟამად "ავაზას" მფლობელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ცხონებულის დაარსებულია,მას შეალია ცხოვრება და ეკუთნის."ავაზა" მესხებთან ასოცირდება.
kola
13:30 20-11-2014
0
ერთი სკოლა არველაძეებმა გადასანსლეს. ეხლა ამასაც მოუნდა.
arnolda
13:39 20-11-2014
0

სიახლეები პოპულარული