"ფედერაციასთან უნდა მივიდეთ და ვისზეც საჭიროა, ჯოხი იმაზე გადავტეხოთ" [VIDEO]

AutoSharing Option
22 ნოემბერს "იმედის ფსონის" წამყვანმა და სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში ამჟამინდელი ფეხბურთის ფედერაციის შესახებ საკმაოდ მწვავედ ისაუბრა.

კრიტიკის ადრესატი, ძირითადად, ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა იყო, რომელმაც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა წამოაყენა.

"ნამდვილად არ მეგონა, ზვიად სიჭინავა თუ ფედერაციის პრეზიდენტობაზე კანდიდატურას წამოაყენებდა. თავიდან მისი ეს განცხადება ხუმრობა მეგონა. პიროვნულად მას არაფერს ვერჩი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის ცუდი პრეზიდენტია და ამაში სამწუხარო არაფერია" - აცხადებს სალუქვაძე.

ჟურნალისტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ვეტერანი ფეხბურთელების მიმართ და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ვეტერანი ფეხბურთელები ამ ყველაფერზე იგნორირებას აკეთებენ და ღიად არ საუბრობენ.

სალუქვაძემ ქართული კლუბების და გულშემატკივრის მისამართითაც გააკეთა განცხადება.

"იმედის ფსონის" წამყვანი აცხადებს, რომ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ფედერაციასთან უნდა მივიდეს და საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს.

"სად არიან ვეტერანი ფეხბურთელები: ჩივაძე, ხურცილავა, გაბელია...? ის "ოქროს თაობა", ვისაც ხალხი ეთაყვანება და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩუმად არიან და არაფერს ამბობენ.

დავიჯერო, ეშინიათ, რომ მათსავე გამარჯვებების აღსანიშნავ ბანკეტებზე არ დაპატიჟებენ?

რატომ არ იღებს ხმას კლუბების ხელმძღვანელობა? იმ 200 000 ლარით დაკმაყოფილდნენ მომავალი ფედერაციის ხარჯზე, რომ დაურიგეს? ეს არის მათი ქართული ფეხბურთის სიყვარული?

ის 30 000 კაცი, ვინც ნაკრების თამაშებზე სტადიონზე დავდივართ და ნაკრების წაგებებს ვუყურებთ, ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა მივიდეთ და ვისზეც საჭიროა, ჯოხი იმაზე გადავტეხოთ", - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.

აქვე გთავაზობთ აღნიშნულ გადაცემაში გაკეთებული კომენტარის ვიდეოვერსიას.



მოამზადა კახა თორიამ
მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ სტატიას რომ ვკიტხულობ,პარლამენტარ დავით ლორთქიფანიძის პროტესტი მიდგას თვალწინ,პირველი იმ კაცმა ტქვა რომ ,,ქეცბაის სიჭინავა და მისი გუნდი უნდა მიყვესო"...ლევანი ჯობია საქმისტვის მას დაუკავშირდე და ერთიანი ძალით შეუტიეთ,ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით.
მამულიშვილი
25 ნოემბერი 2014 00:55
0
სიმარტლეს ამბობ ლაშა,ვეტერანები იმალებიან სოროებში
oto
24 ნოემბერი 2014 22:18
0
სირცხვილი ვეტერანებს ყველგან. სად ხართ ვიგოდნიკებო, თქვენ მხოლოდ შვილების ფეხბურთში დასაქმებით ხართ დაკავებული, თორემ საქართველოს წუხილი ამ არაკაცების ხელში არც გაინტერესებთ,ერთხელ მაინც დაემგვანეთ ხორვატ კაცებს. ისინი მხოლოდ სამშობლოზე ზრუნავდნენ, და ფულსაც სამშობლოს ფონდში რიცხავდნენ, თვითონ კი ეროვნული დროშით იზინებდნენ. აი ესაა ქვეყნის სიყვარული, და ხალხიც მათით ლოცულობს. გადადგეს ფედერაცია დაუყონებლივ. დაბედეთ ერთხელ მაინც თუ მტრები არა ხართ.
მამლუქი ქართლოსი აქვე
24 ნოემბერი 2014 20:31
0
ლაშა.თქვი რომ ყველაზე მეტი მტერი ქართული ფეხბურტისა არის რეზო არველაძე.მოვაცილოთ ეს კაცი ქართულ ფეხბურტს ხალხნო!!!
Bacho
24 ნოემბერი 2014 20:19
0
კველანი აქციაზე,ძირს დგევანდელი ქარტული ფეხბურტი!!!!!
lasha
24 ნოემბერი 2014 20:17
0
ვეტერანო ფეხბურტელებო ხმა ამოიგეტ,ტორემ კველაფერი ქეცბაიას დაბრალდება
gio
24 ნოემბერი 2014 20:14
0
ლევან სალუქვაძე რას ძველ ბიჭობ, ამდენ ლაპარაკს ჯობდა პირდაპირ გეთქვა რომ მიხეილ ყაველაშვილი გინდა პრეზიდენტად. 1) შენი ძმაკაცის ძმას სპორტის სამინისტროში უსაქმურობისგან სკამზე ჯდომით ტრაკზე რო გაუჩნდა ნაწოლები ჯობია მაგას მოკითხო რატომ არ შეასრულა თავისივე მიცემული პირობა და რატომ გადააგდო საფეხბურთო კლუბები. 2) ნოდარ ახალკაცმა (უფ), მერაბ ჟორდანიამ და ნოდარ ახალკაცმა (უმც) დომენტი სიჭინავას არაფერი არ დაუტოვეს გასაფუჭებელი. 25 წელია სახელმწიფო თითს არ ანძრევს ქართული ფეხბურთის დასახმარებლად და რა სინდისით ლანძღავ სიჭინავას რომელიც აბსოლიტურად მარტო მართავს იმ სპორტის სახეობას რომელიც 25 წელია დაივიწყა სახელმწიფომ. სახელმწიფოს დახმარების გარეშე ქართული ფეხბურთის განვითარების შანსი 0-ის ტოლია
ვაააა
24 ნოემბერი 2014 20:09
0
შენც ბოლომდე არ ამბო სათქმელს, სიჭინავას რომ მიადექი არველაძეზე რატომ არ ლაპარაკობ პირდაპირ? ყველა პრეზიდენტის დროს იქ არიან თბილადო, არველაძე რეზო რამდენი წელია მანდ არის და მას არ მოეთხოვება?!
anri
24 ნოემბერი 2014 18:23
0
იკისროს ორგანიზატორობა და გაახმოვანოს ტელევიზიით რადიოში. მართლა სეიკრიბება ათასობით ადამიანი დარწმუნებული ვარ.
chiko
24 ნოემბერი 2014 18:02
0
ნამდვილად ამოიღეთ ხმა ვეტერანებო! ნუ ხართ შემძვრალნი ზოგ-ზოგიერთების უკანალებში!
irakli
24 ნოემბერი 2014 17:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული