მატჩის დაწყებამდე "ინტერის" ქართველმა გულშემატკივრებმა გადმოფინეს ბანერი, რომელზეც სახელგანთქმული კლუბის არგენტინელ ლეგენდას, აწ უკვე კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ძანეტის თბილი სიტყვებით მიმართავდნენ.
სხვათა შორის, ძანეტიმ ქართველებს მადლობა პირადად გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ თამაშამდე ორი დღით ადრე ბაქოს პოლიციამ "ინტერის" ქართველ ქომაგებსა და ადგილობრივ ფანებს შორის ინციდენტი აღკვეთა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბაქოში მილანის "ინტერის" ქართველ ფანებზე საცემრად გაიწიეს