ხავიერ ძანეტიმ, მისი აზრით, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილმა მცველმა და კაპიტანმა, ახლა უკვე გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ მისი აზრით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.

არგენტინელმა ასეთად თანამემამულე ლიონელ მესი მიიჩნია და აღნიშნა, რომ ის უდავოდ ყველა დროის საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კითხვა რამდენიმე დღის წინ რონალდინიოსაც დაუსვეს, რომელმაც შემდეგი მიუგო:

"მესი ყველა დროის საუკეთესო? - ამის თქმა რთულია, რადგან ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა. მარადონა და პელე თავიანთ ერაში საუკეთესონი იყვნენ.

არ მიყვარს, როდესაც ასეთ თემებზე ან შედარებაზე მიწევს საუბარი", - ამბობს რონალდინიო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
პელე, მარადონა, მესი, კრუიფი და ამათთან ზიდანი? ცოტა უცნაურია, არცერთი დანარჩენის დონის არ იყო ზიდანი.
0
15 წელია ხალხი ფეხბურთს ორი ადამიანის გამო უყურებს, ეს არის რონალდუ და მესი, მანამდე იყვნენ ზიდანი, რონალდო, ბექჰემი, უფრო ადრე მარადონა, პლატინი, გულიტი,ვან ბასტენი,კიდევ ადრე კრუიფი, უფრო ადრე პელე, გარინჩა, დი სტეფანო, ეუსებიო, მაგრამ რომ დააკვირდე ყველა ამ ეპოქას ვერ ნახავ რომ 15 წელი რომელიმე ფეხბურთელი ამ ორის გარდა ყოფილიყო უმაღლეს მწვერვალზე, რაღაცნაირად ამათ დაპირისპირებას ვამსგავსებ ფედერერი ნადალის დაპირისპირებას, ძალიან დასანანი იქნება როცა ესენი კარიერას დაასრულებენ
მამუკა
21:43 26-09-2022
0

სიახლეები პოპულარული