ხავიერ ძანეტი: ფინალში "რეალთან" შეხვედრა არ მინდა

AutoSharing Option
"ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "მილანი" დაამარცხა და ფინალში "მანჩესტერ სიტისა" და "რეალს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. "ნერაძურის" ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ძანეტის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში "რეალთან" დაპირისპირების სურვილი არ აქვს.

"შესანიშნავი ემოციებია, კლუბმა 12 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში დაიმსახურა. მეტოქეს ველით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია.

მე "რეალთან" შეხვედრა არ მინდა, რადგან ეს ტურნირი, თითქოს, მათთვისაა შექმნილი, მაგრამ მთავარია, იქ მოვხვდით. რთული გზა გავიარეთ.

ძალიან მიხარია ლაუტაროს გამო, რომელიც ყოველ მატჩში ჩვენთან ერთად იზრდება. ის გუნდისთვის ორიენტირია", - განუცხადა
ძანეტიმ უეფას საიტს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
უშანსოთ ხართ რეალთანაც და სიტისთანც.
L.J.
16:31 17-05-2023
3
Sitis xo mougebt tqvenma mzem ...
აბც
08:02 17-05-2023
2

სიახლეები პოპულარული