დავით ოდიკაძე: ჩისკოს გოლის გამო წაგება ისე არ მეწყინა, როგორც უნდა მწყენოდა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მცველმა დავით ოდიკაძემ თბილისის "დინამოსთან" (0:1) საქართველოს სუპერთასის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"უპირველესად, მადლობა ჩემს მეგობარ ჩისკოს, რომ საქართველოში სამწელიწად-ნახევარი გვაჩუქა. ის დღეს ჩემი მეტოქე იყო და მისი გოლით მოგვიგო "დინამომ", მაგრამ სწორედ მისი გოლის გამო სუპერთასის წაგება ისე არ მეწყინა, როგორც უნდა მწყენოდა.

მას წარმატებებს ვუსურვებ. მოგება შეგვეძლო, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ვულოცავ "დინამოს" ამ ტიტულს", - თქვა ოდიკაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო (თბ)-ჩიხურა 1:0 - ჩისკო გოლით და სუპერთასით წავიდა
[VIDEO+PHOTO]

ჩისკოს ცრემლები - ესპანელი საქართველოდან ვალმოხდილი მიდის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული