სფფ-ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ჰაკერული თავდასხმა არ მომხდარა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უარყოფს საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ გიორგაძემ გვითხრა, ფეხბურთის ფედერაციას აქვს ერთადერთი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი და მისი მისამართია https://www.facebook.com/GeorgianFFofficial. ეს არის გვერდი, რომელსაც "ფეისბუქის" მიერ მინიჭებული ნიშანი განასხვავებს სხვა, ყალბი გვერდებისაგან.

სამწუხაროდ, არსებობ "ფეისბუქის" გვერდები, რომლებიც ფედერაციის ოფიციალური გვერდიდან ხშირად იყენებენ მასალებს და ამით შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ გარკვეული ღონისძიებები იქნება გატარებული.

რაც შეეხება იმ პირს, ვინც "ფეისბუქის" გვერდის გატეხვის გამო დაჯარიმდა, ჰაკერული თავდასხმა მან
https://www.facebook.com/SaNoSaNooo პროფილზე განახორციელა, რომელსაც სამსახურის გრაფაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქვს მითითებული.

თუმცა, როგორც ფედერაციის პრესსამსახურმა განგვიცხადა, აღნიშნულ პროფილს სფფ-სთან კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩარევის შედეგად, დანაშაული მალევე აღიკვეთა. გაირკვა დამნაშავის ვინაობაც, რომელიც 1000 ლარით დაჯარიმდა. ჰაკერული თავდასხმის გამეორების შემთხვევაში კი მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული