სფფ VS ლევან ყიფიანი - როცა დრო აღარ ითმენს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადებით უპასუხა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის გამოსვლას 13 დეკემბერს, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში"...

იხილეთ: სფფ: ლევან ყიფიანის მიერ მსგავსი პოზიციის გამოხატვა არაკორექტულია

კარგად გვესმის, რომ ამ ამბავში, შესაძლოა, ორივე მხარეს თავისი სიმართლე ჰქონდეს, თუმცა ხალხს ეს ნაკლებად აინტერესებს.

ფაქტია: სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის პერმანენტული, თუნდაც ვერბალური დაპირისპირება ხელს უშლის ქართული ფეხბურთის პროგრესს, ხოლო გულშემატკივარი სიტყვებს კი არა, საქმეს ელოდება.

დღევანდელი ქართული საფეხბურთო რეალობა, ცარიელი ტრიბუნები და ქომაგთა აბსოლუტური, ირონიაში
გადაზრდილი ინდიფერენტულობა იმის ბრალიც გვგონია, რომ გულშემატკივარმა მომავლის იმედი დაკარგა.

საიდანაც გინდა, მოუარე, ფაქტი ჯიუტია: თუ სპორტის სამინისტრო (გნებავთ, სახელმწიფო) და ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად არ იზრუნებენ ამ სახეობის უკეთესი მომავლისთვის, ისე ჩვენი ფეხბურთის პროგრესი ზღაპარია.

ჩვენი გაზეთის მკითხველს აღარ შევახსენებთ, "რანი ვიყავით გუშინ". ეს ყველას გვახსოვს და თუ არ გვახსოვს, წაგვიკითხავს მაინც. ხოლო რანი ვართ დღეს, ამაზე ფიფას ბოლო რეიტინგი მეტყველებს, სადაც უკვე ფარერებიც გვისწრებს. ეს ის კუნძულებია, წელიწადის უმეტეს დროს თოვლით რომაა დაფარული....

ქართულ ფეხბურთში კი თავისუფალი ვარდნა გრძელდება, თუმცა დასასრული ყველაფერს აქვს და ეს პროცესიც ოდესმე უნდა დასრულდეს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ კრილოვის ცნობილი იგავის სიბრძნე ერთხელაც მოვიშველიოთ და საქმის კეთება ერთად ვცადოთ - დრო აღარ ითმენს.

ერთიცაა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ საქმიანობაში ნაკლს და საკრიტიკოს რა დალევს, მაგრამ სასურველია, სპორტის მინისტრის განცხადებები არ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, რადგან, სხვა თუ არაფერი, უეფას ამისთვის არაერთი ქვეყანა მკაცრად დაუსჯია.

პრობლემა და საკეთებელი კი ქართულ ფეხბურთში დღეს იმდენია, სათვალავი აგერევა - ზედმეტი თავისტკივილი აღარ გვჭირდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაუგებარია ჯურნალისტის პოზიცია,-რა თავის ტკივილი არ გვინდაო-ანუ უნდა ვუყუროოთ ფედერაცია რომელმაც მოკლა ქარტული ფეხბურთი ეხლა დაველოდოოთ როგორ დამარხავს ფეხბურთს?
მეგობარი
16:44 16-12-2014
0
სტატია მართლა კარგია. სიჭინავა მიდის ისედაც, კლუბებს მიხედეთ, ვერ ხედავთ დავალიანება ჰქონიათ რიკოთზე... მუნიციპალიტეტები გააკონტროლეთ ამხელა ტენდერებს რო აცხადებენ...
luanda
11:30 16-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული