ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად ნაკრების ფეხბურთელებმა საქველმოქმედო მატჩი გამართეს

AutoSharing Option
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 22 ივნისს, კიკეთში, ურთიერთშელაპარაკებისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს ნიკა ნატროშვილი.

მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და დღემდე მძიმე მდგომარეობაშია. მკურნალობისთვის კი სოლიდური თანხები სჭირდება, რასაც მისი ოჯახი ვეღარ სწვდება.

ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად არაერთი საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომელსაც ფეხბურთელებიც შეუერთდნენ: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო და ფუტსალის ნაკრებთა ყოფილმა და მოქმედმა წევრებმა საქველმოქმედო მატჩი გამართეს და საზოგადოებას ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

"გვსურს, გვერდში დავუდგეთ ნიკას და ყველას მოვუწოდოთ, ვიყოთ გულისხმიერები და გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს დავეხმაროთ.

ცხადია, ჩვენი მხრივაც იმავეს
შევეცდებით, რადგან ერთობით ბევრი სიკეთის გაკეთებაა შესაძლებელი", - ამბობს ლევან კობიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული