"დინამო არენა" ორ ფერში გადაიღებება - ჯვარზე დაჯდომა სათაკილოა!

AutoSharing Option
2015 წლის აგვისტოში თბილისი ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს. 11 დეკემბერს, "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა სტადიონის ხელმძღვანელების, ფეხბურთის ფედერაციის, სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის, თბილისის მერიის, მასმედიის, გულშემატკივრებისა და თბილისის "დინამოს" წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლის დროსაც გაცხადდა, რომ "დინამო არენას" რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და საგრძნობლად განახლდება.

ტგფ-მ (ტექნოლოგიური განვითარების ფონდი) ხელშეკრულება გააფორმა შპს "დინასტიასთან", რომელსაც არჩილ ქურდიანი ხელმძღვანელობს და არქიტექტორულ ცვლილებებსაც სწორედ მისი ჯგუფი მოამზადებს.

არენის რეკონსტრუქციის დეტალების განხილვისას, ტგფ-ის ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე დაინტერესდა, თუ რა ფერის სკამების დამონტაჟება აჯობებდა. როგორც ჩანს, ტგფ-ისთვის საინტერესოა
გულშემატკივრის აზრიც. გვანცელაძემ თქვა - ყველას მოვუსმენთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთო.

თითქოს არაფერი, მაგრამ ფაქტია - ამ თემამ ყველაზე დიდი კამათი გამოიწვია. იყო ტრიბუნების სხვადასხვა ფერში გადაწყვეტის იდეა, რასაც უმრავლესობა არ დაეთანხმა.

"დინამო არენის" დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ კი ერთი დომინანტი ფერის აუცილებლობა ევროპის 30 საუკეთესო სტადიონის სტატისტიკით დაასაბუთა: "დინამო არენასავით", 30-დან მხოლოდ 3 სტადიონზეა (კიდევ "სან სირო" და "ამსტერდამ არენა") სხვადასხვა ფერში "გამოწყობილი" ტრიბუნები.

4 სტადიონზე ორი დომინანტი ფერია. მაგალითად, კიევის "ოლიმპიური", "კამპ ნოუ"... 23 სტადიონზე კი (მადრიდის "სანტიაგო ბერნაბეუ", მიუნხენის "ალიანც არენა", ბერლინის "ოლიმპიაშტადიონი", ლონდონის "უემბლი", ასევე ლონდონის "სტემფორდ ბრიჯი", კარდიფის "მილენიუმი", გელზენკირხენის "ფელტინს არენა", შტუტგარტის "მერსედეს ბენც არენა" და სხვა) ერთი ფერია.

გარდა ამისა, ილაპარაკეს იმაზეც, რომ სტადიონზე ეროვნული დროშისა და ჯვრის გამოსახვა მორწმუნეთა უფლებებს ბღალავდა. სხვათა შორის, ეს თბილისში ჩამოსულმა იტალიელმა დიზაინერებმაც თქვეს - ევროპაში ჯვარზე დაჯდომასა და ამით ქრისტიანული ღირებულებების შეურაცხყოფას არავინ იკადრებსო...

როგორც შევიტყვეთ, სამთავრობო კომისიის სხდომაზე "დინამო არენის" ტრიბუნებზე ორი ფერის სკამების დამონტაჟება გადაწყდა - თეთრი ფერის ტრიბუნები მხოლოდ მცირე ნაწილი, დომინანტური კი ლურჯი იქნება.

სხვათა შორის, უმრავლესობა სწორედ ამას მოითხოვდა. პლუს, ის ფაქტიც გაითვალისწინეს, რომ არენა თბილისის "დინამოსთან" იყო გაიგივებული, რომელიც, თავის მხრივ, ლურჯთან და თეთრთანაა ასოცირებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Y არაა? თანაც მაგარი?
რა ჯვარზე დაჯდომა სათაკილოა, რომელ საუკუნეში ხართ, ან ვინ ჯდება ჯვარზე
ირანია?
ახლა ამის მომფიქრებელი
15:35 30-12-2014
0
მშვენიერი გადაწყვეტილებაა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული