თავიდანვე შევნიშნოთ, რომ 2014 წელს სამინისტროს დაფინანსება 64 მილიონ ლარს შეადგენდა. ამას მისდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაც დაემატა, რომლის გათვალისწინებითაც, გასულ წელს ლევან ყიფიანის უწყებამ 70 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
2015 წელს სამინისტროს ბიუჯეტი კიდევ გაიზარდა, რადგან მიმდინარე პროექტებთან ერთად, საქართველომ უნდა უმასპინძლოს ევროპის ახალგაზრდულ
ცნობილი გახდა, თუ რომელი სპორტული ფედერაცია რამდენ თანხას მიიღებს. სახელმწიფომ ჭადრაკი პრიორიტეტად გამოაცხადა და მომდევნო ოთხ წელიწადში 38,5 მილიონს გამოუყოფს. მიზეზი - 2015 წელს ბათუმში ჩატარდება საჭადრაკო ოლიმპიადა და ამ ღონისძიებისთვის 180 ქვეყნის წარმომადგენელი გვესტუმრება.
სულ კი, წლეულს, სპორტის ყველა სახეობაზე 70 მილიონი ლარია გამოყოფილი, 10 სახეობა კი სახელმწიფო პროგრამაზე გადავიდა. ეს გადაწყვეტილება 30 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც მინისტრმა ყიფიანმა ჭადრაკის განვითარების პროგრამა წარადგინა. მისი თქმით, აქცენტი იმ სახეობებზე გაკეთდება, საიდანაც ქვეყნისთვის მცირე დროში მაქსიმალური ეფექტია მოსალოდნელი.
სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა წლეულსაც ვერ ამოქმედდება, შენარჩუნდა შარშანდელი დაფინანსებაც - სულ რაღაც 7 მილიონი ლარი. და ეს იმ დროს, როცა სათამაშო სახეობების ფედერაციათა უმრავლესობას ბიუჯეტი გაუზარდეს.
თვალსაჩინოებისთვის, რამდენიმე სახეობის ფედერაციის შარშანდელი და წლევანდელი ბიუჯეტების პარამეტრებს შემოგთავაზებთ:
სახეობა 2014 2015
ფეხბურთი 7 7
კალათბურთი 2,5 7
რაგბი 10,5 12,05
ჭიდაობა 2 2,5
ძიუდო 2 2,3
წყალბურთი 1,35 1,8
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"