2014 წლის კლუბების რეიტინგის ტოპ-500-ში მხოლოდ ორი ქართული გუნდია

AutoSharing Option
1991 წლიდან მოყოლებული, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია (IFFHS) აქვეყნებს საფეხბურთო კლუბების რეიტინგებს.

2013 წლის გამარჯვებული მიუნხენის "ბაიერნი" გახდა, მაგრამ ახლახან გამოქვეყნებულ 2014 წლის რეიტინგში 381 ქულით პირველი მადრიდის "რეალია".

2014 წლის ტოპ-500-ეულში მხოლოდ ორი კლუბია საქართველოდან - 81 ქულით საჩხერის "ჩიხურა" 242-ე ადგილზეა, ხოლო თბილისის "დინამო" 58 ქულით 439-ე პოზიციაზეა.

ტოპ-10
1. რეალი (ესპ) 381
2. ბაიერნი (გერ) 276
3. ატლეტიკო (ესპ) 267
4. ბარსელონა (ესპ) 251
5. ატლ. ნასიონალი (კოლ) 249
6. იუვენტუსი (იტ) 245
7. არსენალი (ინგ) 233
7. ნაპოლი (იტ) 233
9. რივერი
(არგ) 228
9. ზალცბურგი (ავს) 228
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული