ლუგანსკიდან ძლივს გამოვიქეცი... - ექსკლუზივი მიხეილ ფოცხვერიასთან

AutoSharing Option
ფეხბურთელებს სხვადასხვა ფაქტორის გამო აფასებენ. არიან ვარსკვლავები, რომლებიც საფეხბურთო სპექტაკლების გამო აიყვანეს ცაში. არიან ისეთებიც, რომლებმაც, თამაშთან ერთად, თავი გამორჩეული ქმედებებითაც დაგვამახსოვრეს. დღეს ერთ მათგანზე მოგითხრობთ.

1995 წელს 20 წლის თავდამსხმელი მიხეილ ფოცხვერია ზაპოროჟიეს "მეტალურგმა" იჯარით ბრემენის "ვერდერის" დუბლებში გაუშვა, მაგრამ უკრაინელებმა დიდი ფული მოითხოვეს. უკან დაბრუნებული ფოცხვერია კი დონეცკის "შახტარში" ჩაირიცხა, სადაც ბიზნესმენი რინატ ახმეტოვი ახალი მისული იყო.

მალე ფოცხვერია დონეცკელთა ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელი გახდა და ისე ათამაშდა, უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრის ბომბარდირიც გახდა.

მაშინ ნიჭიერ თავდამსხმელზე დიდი მოთხოვნა
იყო: ფოცხვერიას უკრაინისა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები იწვევდნენ. რუსეთში (ნოვოსიბირსკის ოლქის სოფელ კურუნდუსში) დაბადებულმა და უკრაინაში (ლუგანსკში) გაზრდილმა ბიჭმა საქართველოში, კერძოდ - სამტრედიაში, მხოლოდ ბავშვობაში და ისიც სულ ორიოდე წელიწადს იცხოვრა და ქართულად ვერ ლაპარაკობდა - მხოლოდ ესმოდა.

მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რა გადაწყვეტილებაც მიიღო - სისხლმა უყივლა, უკრაინულ-რუსულ სიკეთეებზე უარი თქვა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე დათანხმდა. ფოცხვერია ვერც "შახტარის" პრეზიდენტის ულტიმატუმმა შეაშინა - ან უკრაინის ახალგაზრდული და"შახტარის" ძირითადი შემადგენლობა, ან საქართველო და ჩვენთან დუბლებში თამაშიო. საბოლოოდ, გამწარებულმა ახმეტოვმა ფოცხვერიას კარიერა მართლაც დაასრულებინა, მიშამ კი საქართველო მაინც არაფერზე გაცვალა.

სამწუხაროდ, ტრავმებმა და არასწორმა მკურნალობამაც თავისი ქნა და უნიჭიერესმა თავდამსხმელმა 27 წლის ასაკში ბუცები ისე ჩამოჰკიდა ლურსმანზე, შესაძლებლობები სანახევროდაც ვერ გამოავლინა.

როგორც თავად ამბობს, დღეს ნორმალურად სიარული უჭირს. ამის მიუხედავად, ფოცხვერიას არჩევანი არასოდეს უნანია და უკრაინულ სპორტულ გაზეთ "კომანდასთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა: "მე, ქართველ კაცს, სხვა არჩევანი არც მქონდა, თორემ კარგად მესმოდა, რომ უკრაინასა და რუსეთს უფრო პერსპექტიული ნაკრებები ჰყავდათ, ვიდრე - საქართველოს".

ორიოდე დღის წინათ ფოცხვერია თბილისში ჩამოვიდა. მას ძალიან უჭირს: ხუთი შვილის მამას არც სახსარი აქვს და თან ლუგანსკში სახლიც დაკარგა, მაგრამ ამასაც აღარ ჩივის, რადგან სამთვიანი მცდელობის შემდეგ ლუგანსკიდან გამოქცევა მოახერხა. საქართველოში კი იმის იმედად დაბრუნდა, რომ ცხოვრებას თავიდან აიწყობს...

ისე, ბევრ ფეხბურთელს გავიხსენებთ, რომლებიც ქართულად "სხლავენ", მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, სამშობლო ქართულის არმცოდნე ფოცხვერიასავით რომ უყვარს. ის უკრაინაში კი ცხოვრობდა, მაგრამ გული მუდამ საქართველოსკენ მოუწევდა. მან თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ სულით და გულით ქართველია.

ვფიქრობთ, ახლა მაინც უნდა გადაუხადოს საქართველომ მას მადლობა, 5 შვილის მამა დაასაქმოს და ბინით უზრუნველყოს. საქართველოსთვის შეწირული კარიერით ფოცხვერიამ ეს ნამდვილად დაიმსახურა.

მან "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა...

- ერთი მხრივ, სამშობლოში თქვენი დაბრუნება გვიხარია; მეორე მხრივ კი, ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული...
- სხვათა შორის, საქართველოში დასახლებაზე უკრაინაში ომის დაწყებამდეც ვფიქრობდი, მაგრამ... ქართული ბავშვებმაც არ იციან, ისინი სკოლასა და ბაღში ლუგანსკში დადიოდნენ და ცხოვრებისეული წვრილმანები მაფერხებდა. ასეთ დროს სხვაგან გადასვლას პრობლემები ახლავს. მაგრამ უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ ჩემი გაწყვეტილება დააჩქარა.

- საქართველოში დასაქმებას შეგპირდნენ?
- ორი დღეა, რაც ჩამოვედი და ჯერ სამსახურზე არავისთან მილაპარაკია. თუ აქ სამუშაოს მოვძებნი, ოჯახსაც ჩამოვიყვან და მშობლებსაც. მეგობრებს, ნაცნობებს ვნახავ და იმედია, უსაქმოდ არ დავრჩები.

ფეხბურთის გარდა, არაფერი ვიცი და ჩემს თავს ისევ ამ სფეროში ვხედავ.

- როგორც ვიცით, კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო სკოლაში მუშაობდით...
- სამი წლის განმავლობაში მე და ვოვა ჩერქეზოვი რეგიონალლიგაში გავარდნილ ლუგანსკის "ზარიაში" მენეჯერები ვიყავით და გუნდი პირველ ლიგაში გადავიყვანეთ. მერე კი კერძო სამენეჯერო სააგენტოში ვმუშაობდი, შემდეგ "ზარიას" სელექციონერად დამნიშნეს - საინტერესო და ცოცხალი საქმე იყო. მაგრამ ომის დაწყების შემდეგ გუნდი ზაპოროჟიეში გადავიდა, შტატები შეამცირეს და უმუშევარი დავრჩი.

მერე ქალაქის დაბომბვაც დაიწყო და ბოლო თვეებში, ფაქტობრივად, საშინელებათა ფილმის მონაწილე გავხდი. ამის თავიდან ამოგდება შეუძლებელია.

- მართალია, რომ ლუგანსკიდან გამოქცევა მოგიხდათ?
- აბა, სხვანაირად როგორ ჩამოვიდოდი? იქ ნამდვილი ომია, ქალაქი ალყაშია და ყველა მხრიდან გვბომბავდნენ.

არც შუქი გვქონდა, არც საჭმელი, არც სასმელი... ზაფხულში კიდევ რა გვიჭირდა, ვაშლი და ქლიავი იყო და ამით ვიკვებებოდით, მაგრამ დადგა ზამთარი და... ხალხს უკიდურესად გაუჭირდა. ზოგიერთი პროდუქტს იმარაგებდა, მაგრამ როდემდე ეყოფოდათ? თუკი ვინმეს ფქვილი ჰქონდა, წყალს ურევდა და ოჯახს ამით კვებავდა.

მერე ჰუმანიტარული დახმარებები შემოვიდა, მაგრამ იმასაც მოხუცებსა და ბავშვებს ურიგებდნენ, დანარჩენს სამხედროები იტოვებდნენ.

ვიმალებოდით, რადგან ამბოხებულები ახალგაზრდას რომ დაინახავდნენ, ჯარში მიჰყავდათ. მე კი სროლა და კაცისკვლა არ მსურდა. ამიტომაც გამოსვლა ჭირდა, მაგრამ "ხვრელები" მაინც გამოინახა და ვინც ფულს გადაიხდიდა, მოხუცები, ქალები და ბავშვები ტყის ბილიკებით გამოჰყავდათ. საბედნიეროდ, ეს მეც შევძელი და ამოვისუნთქე. ოჯახი დროებით ზაპოროჟიეში გადავიყვანე, მე კი საქართველოში ჩამოვედი და აქ მუშაობის დაწყებას ვაპირებ. იმედია, მეგობრები დამეხმარებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
მომილოცნია მშვიდობით ჩამოსვლა მიშა. მთავარია სიცოცხლე და ჯანმრთელობა, დანარცენი ყველაფერი აეწყობა. ვფიქრობ საქმის დაწყებაში აუცილებლად დაგეხმარებიან სპორტის, განსაკუთრებით ფეხბურთის მესვეურები და სპორტის სამინისტრო. С приездом Миша на историческую родину генацвале. Самое главное что все живи и здоровы. Не грусти, всё будет прекрасно, Мы с тобой. საქველმოქმედო მატჩის გამართვა, მართლაც კარგი იქნებოდა. იქნებ იტავოს ფედერაციამ ეს საქმე.
gogi
23 იანვარი 2015 11:17
0
მომილოცნია მშვიდობით ჩამოსვლა მიშა. მთავარია სიცოცხლე და ჯანმრთელობა, დანარცენი ყველაფერი აეწყობა. ვფიქრობ საქმის დაწყებაში აუცილებლად დაგეხმარებიან სპორტის, განსაკუთრებით ფეხბურთის მესვეურები და სპორტის სამინისტრო. С приездом Миша на историческую родину генацвале. Самое главное что все живи и здоровы. Не грусти, всё будет прекрасно, Мы с тобой. საქველმოქმედო მატჩის გამართვა, მართლაც კარგი იქნებოდა. იქნებ იტავოს ფედერაციამ ეს საქმე.
gogi
23 იანვარი 2015 10:53
0
სჰემდზრა ამ ამბავმა . ტბილისსჰი ყოველ დგე უამრავი სურსატი სემოდის ,ის გარიბების არ არის კვირასი ერტი დგის ტრაილერები გააგზავნეტ უკრაინასი .ასე დავეხმაროტ, რად უნდა უკრაინას მეომრებიტ დახმარება ორი კიმპალი კაცი გვყავს .გაფრტხილდიტ ნუ წამოეგებიტ ანკესს.
marine
23 იანვარი 2015 07:26
0
მე არ მახსოვს ამ კაცის თამაში, ახალგაზრდა ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ჩავურიცხავდი თანხას. შექმენით რამე ანგარიში. გაიხარე მაგარი კაცი ხარ!
SHUKOVANI
23 იანვარი 2015 05:31
0
ამ კაცს ვენაცვალე ამის უანგარო მამულიშვილობას.რამე უნდა მოვიფიქროთ ყველამ და გვერდში დაუდგეთ ამ ვაჟკაცს.ლელომ უნდა ითავოს ამის ორგანიზება.არ წავუყრუოთ თქვენი ჭირიმე!
გიო77
23 იანვარი 2015 05:00
0
დაფასება უნდა
შიო
23 იანვარი 2015 04:35
0
nika nikoladze, კარგი აზრია. ყოველგვარ ფონდებს სჯობია, რაიმე ჯგუფი შევქმნათ და სფფ–მდე მივაწვდინოთ ხმა, ორგანიზება გაუკეთონ საქველმოქმედო მატჩს. სტადიონი ნამდვილად გაივსება, დარწმუნებული ვარ
მერაბ
23 იანვარი 2015 03:28
0
jurnalistan erti txovna iqneb momavalshic ganagrdzo mishas ambebis cera yvelas magra gvainteresebs,,,da darcmunebuli var yvela qartveli gverdshi daudgeba,rame angarishi an rame mofiqret rom davexmarot,,amaze magari kacis deda vatire
batumeli...
23 იანვარი 2015 00:41
0
მაგარი კაცია
Erekle
22 იანვარი 2015 21:32
0
გენაცვალე გულში!
h
22 იანვარი 2015 21:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული