უკვე გადაწყვეტილია, რომ 4 თებერვალს ბოლნისელები უზბეკურ "ლოკომოტივს" გაეჯიბრებიან, 8 თებერვალს - პერმის "ამკარს"; 10 თებერვალს ლადო ბურდულის გუნდი ძალებს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან მოსინჯავს.
მოლაპარაკება მიდის მოლდოვურ "დაჩიასთან", რომლის რიგებშიც ორი ქართველი - ჯაბა დვალი და დავით სირაძე ასპარეზობენ. სირაძე "დაჩიაში" სწორედ "სიონიდან" გადავიდა. იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვური მხარე თანახმა იქნება, მატჩი 12 თებერვალს შედგება.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება გუნდის მოწინააღმდეგე 6 თებერვალს. მოლაპარაკებები რამდენიმე გუნდთან მიმდინარეობს.
თურქეთში "სიონი" 1-ელ თებერვალს გაემგზავრება და 13
ბოლნისის "სიონის" პრესსამსახური