"პირველ რიგში, კაპიტნობა უდიდესი პატივია, მაგრამ რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენად საპასუხისმგებლოა. არ არის ადვილი, იყო "დინამოს" კაპიტანი, მაგრამ ვეცდები, ამ რთულ მისიას ღირსეულად გავართვა თავი.
მადლობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ხელმძღვანელობას, რომელთაც ასეთი ნდობა გამომიცხადეს.
ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში, "დინამოს" ფანებს, გულშემატკივრებს, ვინც დადებითად მიიღებს გუნდის ამ გადაწყვეტილებას.
ვთვლი, შეკრება იდეალურად არის დაგეგმილი. ბევრი საინტერესო ამხანაგური მატჩია, რაც მწვრთნელებს მდგომარეობის შეფასების მეტ შესაძლებლობას მისცემს,
"შტურმი" ამ ფორმაციის "დინამოსთვის", ფაქტობრივად, პირველი მეტოქე იყო. ბევრმა ახალმა ფეხბურთელმა ითამაშა. პირველი თამაშის კვალობაზე, ბუნებრივია, იყო შეცდომები.
მოსამზადებელი ეტაპიც სწორედ იმისათვის არსებობს, რომ ეს ხარვეზები აღმოვფხვრათ. ვფიქრობ, მთლიანობაში, "შტურმთან" მატჩი დადებითად უნდა შეფასდეს.
შეკრებაზე ყველაზე რთული მოწინააღმდეგე პრაღის "სპარტაა". ასეთი მაღალი დონის მეტოქესთან გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა. კარგი სპარინგი იქნება ძალების მოსასინჯად", - დაასრულა ნიკა ჭანტურიამ.
წყარო:fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
დინამო-ვორსკლა 0:1 - მარცხი უკრაინელებთან [VIDEO]
დინამო-შტურმი 1:1 - გამარჯვებაც შეიძლებოდა [VIDEO]