"თუ ფიფას არჩევნებში ალი ჰუსეინი გაიმარჯვებს, უფრო მოგებული დავრჩებით"

AutoSharing Option
29 მაისს, ციურიხში, ფიფას პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველს ფიფას წევრი ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელები აირჩევენ. ცნობილია, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 4 კანდიდატი მიიღებს: მსოფლიო და პორტუგალიური ფეხბურთის ვარსკვლავი ლუიშ ფიგუ, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხაელ ვან პრააგი და ფიფას მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი.

საქართველომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად ამ ორგანიზაციის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ალი ბინ ალ-ჰუსეინი ინგლისთან, აშშ-სა და მალტასთან ერთად წარადგინა. გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო ფეხბურთში ინგლისის ასოციაციას სერიოზული ავტორიტეტი აქვს, ამერიკას კი, როგორც
ზესახელმწიფოს, ყრილობის შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია - კულუარებში სწორედ ამაზე ლაპარაკობენ.

გამოდის, ფიფას მოქმედ პრეზიდენტ ბლატერს ზესახელმწიფოები დაუპირისპირდნენ?

მაგრამ ჩვენთვის ის უფრო საინტერესოა, რა კრიტერიუმით გადაწყვიტა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ იორდანიის სამეფო ოჯახის წევრისა და ამ ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტის მხარდაჭერა და რა ინტერესით ხელმძღვანელობდნენ სფფ-ს თავკაცები?

ალბათ, აქ პრაგმატული ნაბიჯი უნდა დავინახოთ. 2007 წელს სფფ-მ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში მიშელ პლატინის რომ დაუჭირა მხარი, ამის შედეგად მივიღეთ ევროპის სუპერთასის, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის, ფუტსალის ოთხთა ფინალისა და ელიტრაუნდების ჩატარების უფლება.

ცხადია, ამ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვები. არის თუ არა ეს ნაბიჯი გადადგმული საიმისოდ, რომ იორდანიის სამეფო ოჯახის წევრმა ქართულ ფეხბურთში ინვესტიციები დააბანდოს?

"ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. წლებია, უეფასა და ფიფას კონგრესებზე სულ საჭირბოროტო საკითხებზეა ლაპარაკი. შესაძლოა, ეს ვიღაცისთვის უბრალო ლაპარაკად დარჩეს, მაგრამ ჩვენ საკითხს სხვა კუთხით ვუყურებთ.

მე ვარ ფიფაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი, სატელევიზიო მარკეტინგის კომიტეტში ვმუშაობ და მაღალი დონის პირებთან განსაკუთრებული ურთიერთობები მაქვს.

ამის მიუხედავად, ჩვენი აზრით, ფიფა ეროვნული ფედერაციებისთვის ძალიან ცოტას აკეთებს", - ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე.

ამას გარდა, მისივე თქმით, ბლატერის მიერ გადაწყვეტილების შეცვლა მოულოდნელი აღმოჩნდა:

"ის რომ იყოს ახალგაზრდა, ამხელა აჟიოტაჟი არ ატყდებოდა, მაგრამ ბლატერი 4 წლის წინ ამბობდა, პოსტზე კენჭს უკანასკნელად ვიყრიო და მას ყველამ მხარი დავუჭირეთ. მაგრამ ამ ოთხ წელიწადში ბევრი პრობლემა გამოჩნდა.

ალი ჰუსეინი ფიფას ვიცე-პრეზიდენტია, წერილი გამოგვიგზავნა და ტელეფონითაც დაგვიკავშირდა. მისი დამოკიდებულება, ყურადღება და წარდგენის თხოვნა იმდენად გულწრფელი იყო, პატივისცემა დაიმსახურა.

რაც მთავარია, მის თეზისებში მსოფლიო ფეხბურთში არსებული პრობლემების მოგვარებაა გათვალისწინებული.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჩვენი გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში სწორი იყო. მას შეუძლია, ფეხბურთი უკეთესი გახადოს.

ალი ჰუსეინის კანდიდატურის წამოყენებით ფიფაში დებატები და პროგრამების შეჯიბრება დაიწყება. სხვა შემთხვევაში, დარჩებოდა ერთი კანდიდატი და სასიკეთო არაფერი მოხდებოდა".

არველაძე დარწმუნებულია, რომ იორდანიის პრინცის გამარჯვება საქართველოს წაადგება:

"თუ ალი გაიმარჯვებს, უფრო მოგებულები დავრჩებით და ვაჟკაცური ნაბიჯი დაგვიფასდება, რადგან ჩვენ ვიქნებით ფიფას 209 წევრიდან იმ იშვიათ ფედერაციათა შორის, ვინც მას მხარი დაუჭირა.

ისიც საამაყოა, რომ იმ სოლიდური ქვეყნების სიაში მოვხვდით, რომლებმაც პრინც ალის რეკომენდაცია გაუწია - ესაა ინგლისი, აშშ და მალტა. მთავარია, ჩვენც იმდენს მოვიგებთ, რამდენსაც ფეხბურთი.

ასე რომ, უკეთესი 4 წლის იმედი გვაქვს. სხვა არანაირი ინტერესი არ გაგვაჩნია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
თქვენკიდე რაგა დაგემართათ რასაც გცერენ გაუშვით
ZUKA
23 თებერვალი 2015 13:52
0
სიჩინავა არველადზეებო სასცრაფოდ დანიშნეთ არჩევნები და მოკურცხლეთ ფედერაციიდან სანამ დროა ..... დაიმახსოვრეთ მაგასთუარგააკეთებთ
ZUKA
23 თებერვალი 2015 13:39
0
ადამიანი არახარ რევაზ ცადი მშვიდათ ისე რომ მარტლა გვარს ნუგარ ალანზგინებ ხალხს აბა სიჩინავას გვარიც და კველა ფეხებზე კიდია და მაგას რა ელოდება კიდე სულ ცოტა ხანში ნახავთ ....
bubu
23 თებერვალი 2015 13:35
0
komentari aucilebelia,
zaza
23 თებერვალი 2015 13:16
0
ან მცვრტნელებს ვის ნიშნავთ თან ეროვნულში კანტორა გაქვთ გახსნილი ტავის მოჩრაა აბა რაა
zvio
23 თებერვალი 2015 11:09
0
უმადური შენახარ საკუტრებათ რომ გაიხადე ფედერაცია სულ უკან და უკან მიდის საქარტველოში დაცკებული ბავშვთა ფეხბურტიდან დამტავრებული ეროვნულ ნაკრებამდე და გამოდიხარ და უმადურებიხართო აქ გაიზახი ზალიან ცუდათ დაამტავრებთ შენ და სიჩინავა ტუ სასცრაპოდ არ ცახვედით მაქედან ცაეტრიეთთთთთთთთთთთთ
GUKA
23 თებერვალი 2015 11:07
0
სირცხვილია რამდენი მესიჯი მოგცერეთ გუშინ საგამოს და არცერტი არგაუშვით ....
tato
23 თებერვალი 2015 09:34
0
umaduri xalxi vart qartvelebi,rac chem ojaxs gaketebuli aqvs qartuli fexburtistvis kidev amis shemdeg ena mogibrundebat da chvensken ishvert xels,
arveladze
22 თებერვალი 2015 21:35
0
გადაგიხადატ არველადზეებმა
tato
22 თებერვალი 2015 21:16
0
რატომ არუშვებტ ცაიკითხოს კარგად კველაფერი
tato
22 თებერვალი 2015 20:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული