კონკურსი დაიწყო - ბათუმის სტადიონის მშენებლობას ერთმანეთს 12 კომპანია ეცილება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" ევროთასებზე გასვლას ცდილობს, თუმცა ფეხბურთელებს ურთულეს პირობებში უწევთ მომზადება, რადგან კლუბს ინფრასტრუქტურა არ აბადია. ამის გამო ერთ-ერთი უძველესი ქართული გუნდი ქობულეთის "ჩელე-არენაზე" ვარჯიშობს და თამაშობს.

ბათუმის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გაგვიმხილა, რომ ახალი არენის მაკეტს 12 მარტს დაამტკიცებენ, შემდეგ პროექტსაც დაამუშავებენ და აგვისტოში მშენებლობა დაიწყება. წესით, ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქში ორ წელიწადში უნდა დაბრუნდეს.

5 მარტს უფრო კონკრეტული ინფორმაციაც გავრცელდა. ბათუმის ოლიმპიური სტადიონის პროექტების წარდგენა დასრულდა და გაირკვა, რომ არენის მშენებლობას ერთმანეთს 12 კომპანია ეცილება. მათ შორის
ექვსი - ქართულია, ხოლო დანარჩენი - უცხოურები (ესპანური, ბერძნული, პოლონური, თურქული, უკრაინული და იტალიური).

პროექტებს ჯერ საჯარო განხილვისთვის წარადგენენ, რის შემდეგაც მათზე კომისია იმსჯელებს. კომისია სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან დაკომპლექტდება.

ცნობილია მოთხოვნებიც: სტადიონი 20 ათას მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი და უეფას და ფიფას სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, პროექტირების ღირებულება კი 650 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
და ლარის კურსი? 600000 ლარად სტადიონს უეფას სტანდარტებით ვინ ააშენებს. მინიმუმ 3 მილიონი ევრო.
vato
13:55 06-03-2015
0
მემგონი მარტო პროექტი ჯდება მაგდენი, თორემ მაგ ფასად 20.000-იან სტადიონს ვერ ააშენებ შანსი არაა:)
Raul
14:59 06-03-2015
0

სიახლეები პოპულარული