კონკურსი დაიწყო - ბათუმის სტადიონის მშენებლობას ერთმანეთს 12 კომპანია ეცილება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" ევროთასებზე გასვლას ცდილობს, თუმცა ფეხბურთელებს ურთულეს პირობებში უწევთ მომზადება, რადგან კლუბს ინფრასტრუქტურა არ აბადია. ამის გამო ერთ-ერთი უძველესი ქართული გუნდი ქობულეთის "ჩელე-არენაზე" ვარჯიშობს და თამაშობს.

ბათუმის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გაგვიმხილა, რომ ახალი არენის მაკეტს 12 მარტს დაამტკიცებენ, შემდეგ პროექტსაც დაამუშავებენ და აგვისტოში მშენებლობა დაიწყება. წესით, ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქში ორ წელიწადში უნდა დაბრუნდეს.

5 მარტს უფრო კონკრეტული ინფორმაციაც გავრცელდა. ბათუმის ოლიმპიური სტადიონის პროექტების წარდგენა დასრულდა და გაირკვა, რომ არენის მშენებლობას ერთმანეთს 12 კომპანია ეცილება. მათ შორის
ექვსი - ქართულია, ხოლო დანარჩენი - უცხოურები (ესპანური, ბერძნული, პოლონური, თურქული, უკრაინული და იტალიური).

პროექტებს ჯერ საჯარო განხილვისთვის წარადგენენ, რის შემდეგაც მათზე კომისია იმსჯელებს. კომისია სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან დაკომპლექტდება.

ცნობილია მოთხოვნებიც: სტადიონი 20 ათას მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი და უეფას და ფიფას სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, პროექტირების ღირებულება კი 650 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ანუ დაპროექტების სამუშაოები თორემ 650 ათას ლარად 3 ათას პლასმასის სკამს თუ შემოუწყობენ რამე მოედანს თორემ სხვა არაფერი არ გამოვა :)
barateli1980
06 მარტი 2015 19:27
0
მარტო პროექტზეა მეგობრებო საუბარი
barateli1980
06 მარტი 2015 19:25
0
ტენდერს მოიგებენ თურქები.ბათუმში სხვას არ შემოუშვებენ
vaxvax
06 მარტი 2015 18:20
0
ისევ გვაბოლებენ თუ რა ??? სად ნახეთ 650000 ლარად ნაშენები 20 000 ადგილიანი და თანაც ფიფას და უეფას სტანდარტებით აშენებული სტადიონი ??? ვერა ხართ კარგად ვინც ეს დაწერეთ ....
gocha
06 მარტი 2015 18:02
0
ეს იმას ნიშნავს რო ამ ტენდერს ჩვეულებრივი მონაწილე ვერ მოიგებს და შესაბამისად ვინმე, ცოლის ნათესავს ან ახლობელს ჩააბარებენ,აბა ფული ხო უნდა გააკეთონ?ცოდონი არიან....
qartveli
06 მარტი 2015 15:36
0
მემგონი მარტო პროექტი ჯდება მაგდენი, თორემ მაგ ფასად 20.000-იან სტადიონს ვერ ააშენებ შანსი არაა:)
Raul
06 მარტი 2015 14:59
0
და ლარის კურსი? 600000 ლარად სტადიონს უეფას სტანდარტებით ვინ ააშენებს. მინიმუმ 3 მილიონი ევრო.
vato
06 მარტი 2015 13:55
0

სიახლეები პოპულარული