უეფამ ნოდარ ახალკაცი-უმცროსი "დნიპრო"-"აიაქსის" მატჩის დელეგატად მიავლინა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ნოდარ ახალკაცი-უმცროსი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, მის საქმიანობაზე ბევრი არაფერი გვსმენია. მხოლოდ ის ვიცით, რომ უეფას კომიტეტში მუშაობს.

ახლახან კი უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ უმცროსი ახალკაცი ამ ქვეყანაში მიავლინეს და ევროპის ლიგის მერვედფინალში დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და ამსტერდამის "აიაქსის" შეხვედრის დელეგატი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" ლეგენდარული მწვრთნელისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის ვაჟი სფფ-ს 2005-09 წლებში თავკაცობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქი ააშენა ქართული ფეხბურთი გენიოსმა
გიო
11:01 27-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული