წიგნის თარო: "კასპის რაიონის საფეხბურთო ისტორია"

AutoSharing Option
ქართულ ბიბლიოგრაფიას კიდევ ერთი საინტერესო წიგნი შეემატა: "კასპის რაიონის საფეხბურთო ისტორია". სათაურიდანაც ნათლად ჩანს, რა შინაარსის ნაშრომია და რომელ რაიონს ეძღვნება.

სიტყვა "ნაშრომი" კარგად შეესაბამება სიტუაციას - მის ავტორს მართლაც დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებამ მოუწია, ვიდრე წიგნი დღევანდელი სახით წარუდგებოდა მკითხველს.

"კასპის რაიონის საფეხბურთო ისტორიის შესახებ ინფორმაციების ამოკრება 1996 წელს დავიწყე და წიგნზე მუშაობა 2014 წელს დავასრულე", - მოგვითხრობს ავტორი ვანო ჯახუა, რომელიც ამჟამად შსს-ს არქივის მეორე განყოფილების უფროსად მუშაობს.

იგი წიგნის დანიშნულებაზეც მოგვითხრობს:

"ჩემი მიზანი იყო, ფეხბურთის გულშემატკივრისთვის მაქსიმალურად
ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა რაიონის საფეხბურთო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპების შესახებ. აგრეთვე, მსურდა დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის გამეცნო ის ადამიანები და მათი სპორტული მიღწევები, რომლებიც რაიონის საფეხბურთო ისტორიას ქმნიდნენ.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა გოჩიტაშვილს, რომლის გადაწყვეტილებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდა წიგნის ბეჭდვის ხარჯები".

ყდაზე ვხვდებით ორ რიცხვს - 2014 და 1936. პირველი წიგნზე მუშაობის დასრულების დროა, მეორე კასპის საფეხბურთო ისტორიის დასაწყისი.

დასანანი ის არის, რომ დღეს, როცა საქართველოს მასშტაბით ფეხბურთის აყვავებაზე მსჯელობენ, კასპს ზრდასრულთა გუნდი არ ჰყავს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად შევიძინოთ?
ზურა
13:47 29-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული