ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სფფ-ის აკადემიის ფეხბურთელებმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ლორიამ და ვეტერანმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებმა აკადემიის აღსაზრდელებს საჩუქრად სიმბოლური ბურთები გადასცეს და დედამიწის დღესთან დაკავშირებული საინტერესო და აუცილებელი ინფორმაციაც გააცნეს. რა თქმა უნდა, მათ აქცენტი გააკეთეს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და გარემოზე ზრუნვაზე;
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დევიზია - for a living planet. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფედერაციის საფეხბურთო აკადემია უერთდებიან ამ მოწოდებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ვიქნებით საზოგადოებრივად აქტიურები ასეთ მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებთან მიმართებაში.
სფფ-ის პრესსამსახური