"დინამო არენაზე" ახალი ინდივიდუალური სავარძლების მონტაჟი მაისიდან დაიწყება

AutoSharing Option
ცნობილია, რომ 2015 წელს ევროპის სუპერთასის შეხვედრისთვის "დინამო არენის" რეკონსტრუქციაზე, ნაცვლად 13,6 მილიონი ლარისა, ხარჯები 20 მილიონამდე გაიზარდა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ცნობაში მითითებულია, თუ რას მოხმარდება რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი დამატებითი სახსრები: დამონტაჟდება ახალი სკამები, შეკეთდება ტრიბუნების გადახურვა, შეიღებება ფასადი, ხოლო უეფას დელეგატების, მსაჯებისა და გუნდების გასახდელები უეფას სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა.

უეფას სუპერთასის მატჩისთვის, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება, "დინამო არენის" რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ეტაპი სკამების გამოცვლაა. ეს პროცესი საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ დაიწყო.

პროექტის მიხედვით, "დინამო არენაზე" ყველა
ძველ სკამს აიღებენ და ახლით შეცვლიან.

ტენდერში საუკეთესო პირობები იტალიურმა კომპანია "ომსიმ" (OMSI) წარმოადგინა: ის დამკვეთს 50 ათას პლასტმასის სკამს 1,14 მილიონი ლარის საფასურად მიაწვდის. ხოლო მოწვეული სტუმრებისა (5 000) და VIP-ლოჟის (500) სკამებისთვის ესპანური კომპანია "დაპლასტი" 691 ათას ლარს მიიღებს.

რეკონსტრუქციას თბილისის მერიის "ტექნოლოგიური განვითარების ფონდი" (ტგფ) უძღვება. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, "დინამო არენაზე" სკამების მონტაჟსა და დემონტაჟს კომპანია "დაგი" ახორციელებს - მან ეს უფლება ტენდერის შედეგად მოიპოვა.

როგორც შევიტყვეთ, "დინამო არენიდან" მოხსნილი ვარგისი სკამები სხვადასხვა სტადიონზე გადანაწილდება. შესაძლოა, ნაწილი მარტვილში გაიგზავნოს.

ამასობაში, უკვე ჩამოსულია სკამების პირველი პარტია (13 800 ცალი), რომლის მონტაჟს კომპანია "დაგი" მაისიდან შეუდგება. ცნობისთვის, ამ სამუშაოებისთვის "დაგი" დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,645 მილიონ ლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერან ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან, არქიტექტორებთან და დიზაინერებთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სტადიონზე, ძირითადად, ლურჯი ფერის სკამები დამონტაჟდება და მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება თეთრში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გავკარი მოწვეულ სტუმრებს... მე ფული უნდა ვიხადო და ჭუჭყიან პლასტმასებზე ვიჯდე, მაგათ კიდე ფეხებზე ეკიდოთ ფეხბურთი და მაინც რბილ სავარძლებზე ედოთ გაზულუქებული .....
ლაშა
13:30 28-04-2015
0
იმედი მაქვს ნაცრისფრად არ შეიღებება...მერე გვწყინს,რომ ჩვენს ქალაქს ნაცრისფერად მოიხსენიებენ(ლემანი)
zaza
14:17 28-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული