ბინძური ქართული ფეხბურთი - გამოცხადებული სირცხვილის ქრონიკა გრძელდება

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში ახალი სკანდალი გასკდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისსა და ქუთაისში ქართულ საკლუბო ფეხბურთში მოტრიალე რამდენიმე პიროვნება დააკავეს.


...ამ, მეტი რომ არ ვთქვათ, შემზარავი ვიდეოს ხილვის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, სირცხვილის გრძნობა გიჩნდება კაცს. ის, რაც მოხდა, მხოლოდ დამნაშავეთა პრობლემა არ არის. ეს საერთო პრობლემაა, ქართული ფეხბურთის დიდი ზადია.

მხოლოდ ის შეგვიძლია ვისურვოთ, რომ
ჩვენი ფეხბურთი ერთხელ და სამუდამოდ გაიწმინდოს ათასი ჯურის ნაძირლისგან. ამ პრობლემას არაერთხელ შევხებივართ და იმ საეჭვოზე საეჭვო ანგარიშებზეც გვითქვამს, განსაკუთრებით, პირველ ლიგაში რომ ფიქსირდება ხოლმე. ჩვენი წერა საკმარისი არ არის - საჭიროა მტკიცე ნება.

ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხისმგებლობას ვერავინ ასცდება, განსაკუთრებით კი - ფეხბურთის ფედერაცია. მართალია, ეს ორგანო თანამშრომლობს გამოძიებასთან, მაგრამ საქმეს ეს როდი შველის. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, მისი ყველა ლიგა, ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება და ასეთი ფაქტები მის იმიჯს განსაკუთრებით ურტყამს.

სამწუხაროა, მაგრამ არ შეგვიძლია, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ კომენტარს არ დავეთანხმოთ: "ბინძური ქართული ფეხბურთი" - წერს მომხმარებელი და ვაგლახ, რომ მართალია.

საინტერესოა, ლიფსიტების ნაცვლად როდის აგებენ პასუხს "ღლავები". "მსაჯთა საქმე" ისე ჩაიფარცხა, ეს არ მომხდარა. რა იქნება ამჯერად?

ფაქტი ერთია - ქართულ ფეხბურთში გრძელდება გამოცხადებული სირცხვილის ქრონიკა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
და ეს არაკაცები მერე წესიერ მსაჯებს აბრალებენ წაგებებს......ნაზირალა ფეხბურტელებიტაა სავსე კლუბები..გამყიდველი,და არაკაცები
pipo
12:38 06-05-2015
0
ამასწინედ ერტ ტამასჰზზე ვიყავი და მსაჯერს არაფერი არ გაუფუჯებიად არცერტ გუნდზე და კვალის დასაფარად ეტყობა წაგებას აბრალებდნენ......ყველას ტკივილია ეს ჩირქიანი ხალხიიი გამოფხიზლდიდდდდდდდდდ
baleshiki
12:41 06-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული