"დინამო არენის" ტერიტორიაზე 60 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო

AutoSharing Option
16 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამწვანების აქცია მოეწყო. აქციაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მფლობელმა რომან ფიფიამ და ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მიიღეს მონაწილეობა.

აქციის ფარგლებში სტადიონის ტერიტორიაზე დაირგო 60 ძირი კვიპაროსის ხე.

„უეფას“ სუპერთასის მატჩის მზადების პროცესში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის ტერიტორიაზე ტურნიკეტების დასამონტაჟებლად მარტის დასაწყისში საჭირო გახდა 35 ძირი ხის მოჭრა. გამწვანების აქცია სწორედ ამ ხეების ახლით ჩანაცვლებასა და დამატებითი რაოდენობის
ხეების დარგვას ისახავდა მიზნად.

11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერთასის მატჩი იმართება. აღნიშნული თამაშისთვის „დინამო არენას“ რეკონსტრუქცია 2014 წლის ზამთარში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, რომელსაც „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ აწარმოებს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი უეფას სტანდარტების შესაბამისი იქნება.

„დინამო არენას“ რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარით ფინანსდება. ფონდის მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს სტადიონზე ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემების, პლასტმასის სკამების სრულად შეცვლას და სხვა სარემონტო სამუშაოებს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ: გვანცელაძემ დაპატიჟა ეს პატივცემული ხალხი ხეების დასარგავად
nikata
10:29 17-05-2015
0
კახაბერ გვანცელაძე იმ ორგანიზაციის "ტექნოლოგიური განვითარების ფონდი" უფროსია, რომლის პროექტით და უშუალო მონაწილეობით ხდება "დინამოს" რეაბილიტაცია
nikata
10:26 17-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული