რატომ მიიღო კლუბმა ასეთი გადაწყვეტილება? კომენტარისთვის დავუკავშირდით "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის დირექტორ არჩილ კეკელიას.
"როგორც მოგეხსენებათ, ამ ცოტა ხნის წინათ დაიხურა "დინამოს" საფეხბურთო სკოლა, რომელიც ფასიანი იყო. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 1-ლი ივნისიდან ფუნქციონირებას განაგრძობს მხოლოდ აკადემიის უფასო ჯგუფები და რეორგანიზაცია, რომელიც მოხდა, სწორედ სკოლასთან დაკავშირებულ პროცესად უნდა მივიჩნიოთ", - გვითხრა კეკელიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"დინამოს" აკადემიიდან მწვრთნელები და პერსონალი გაუშვეს - შაშიაშვილის კომენტარი