"დინამოს" აკადემიიდან მწვრთნელები და პერსონალი გაუშვეს - შაშიაშვილის კომენტარი

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიიდან მწვრთნელები და პერსონალის დიდი ნაწილი დაითხოვეს.

დათხოვნილთა შორის ვეტერანი ფეხბურთელი, გიორგი შაშიაშვილიცაა, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობა "დინამოს" აკადემიაში გააგრძელა, დღეს კი შაშიაშვილიც, სხვების მსგავსად, სამსახურის გარეშე დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, აკადემიიდან დათხოვნილთა რიცხვი ათზე მეტია, თავად შაშიაშვილი კი Sportall.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს რიცხვი "ბევრია".

თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას მწვრთნელებისა და პერსონალისთვის მიზეზები და ახსნა-განმარტება არ მიუცია, თუ რატომ მოხდა მათი სამსახურიდან გაშვება. ამიტომ ამაზე პასუხი "დინამოში" უნდა ვეძებოთ.

"მართალია ეს ინფორმაცია, მიზეზი თვითონ იმათ ჰკითხეთ,
მაგდენი არ ვიცი, ასე მოხდა. რაღაც შემცირებები იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ადამიანი გაუშვეს, მაგრამ საკმაოდ ბევრი დაითხოვეს", - გვითხრა შაშიაშვილმა.

შაშიაშვილი ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში, მისი აკადემიაში მუშაობის პერიოდში ფინანსური პრობლემები არ ყოფილა და "დინამოს" ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას ვალებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ვერ უკავშირებს.

აკადემიიდან პერსონალის შემცირებამდე, "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საფეხბურთო სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოგვიანებით მან განმარტა, ეს ხარჯების შემცირების გამო მოხდა.

შემდეგ კი გაირკვა, რომ "დინამოს" ვალი 32 მილიონ ლარს აჭარბებდა (იხილეთ ვრცლად), რომელზეც 20 მაისს, პრესკონფერენციაზე (გია გეგუჩაძის წარდგენა), ფიფიამ განაცხადა, რომ ეს მისი პირადი ფულია და "დინამოს" ვალი არ აქვს (იხილეთ ვრცლად). თუმცა, იმის ფონზე, რომ კლუბმა საფეხბურთო სკოლა გააუქმა და აკადემიაშიც არ არის საქმე კარგად, ვალების უარყოფის ამბავი რომან ფიფიას დამაჯერებლად ვერ გამოუვიდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
gagnize ar daekargos dinamos asetebs toveben mwvrtnelat
avto
10:09 22-05-2015
0
ფიფია რა გინდა თქვი რა ბოლომდე, რეებს აკეთებ ვერ გამიგია და მგონი საკუთარ ტყუილებში თვითონვე დაიკარგე. დიდი იმედი მქონდა რომ დინამო ძველ დიდებას თუ არა ანგარიშგასაწევ ძალად მაინც ჩამოყალიბდებოდა მაგრამ ნელნელა ეჭვი მეპარება.
grisha
09:37 22-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული