მოყვარულებით დაკომპლექტებულ „ფაეტანოსთან" „მოთელვის" შემდეგ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ზესტაფონს" სლოვაკური „დუკლას" სახით გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავდა. ზესტაფონელებს თავიანთი ძალა და საევროპო ამბიციები სწორედ „დუკლასთან" პაექრობაში უნდა დაემტკიცებინათ. თუ როგორ მოახერხეს ეს იმერლებმა ანგარიშიდანაც კარგად ჩანს. გეგუჩაძის საოცრად მოტივირებულმა ბიჭებმა ბანსკა- ბისტრიცელები სწრაფი, კომბინაციური და ტექნიკური ფეხბურთით ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და ფაქტობრივად ცალი ფეხით ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გადააბიჯეს.
ზესტაფონში მატჩისთვის ტრადიციულად კარგი საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი. გულშემატკივრებმა ნახევარი საათით ადრე გაავსეს ტრიბუნები და საყვარელ კლუბს მხურვალედ უქომაგეს. შეხვედრა
თამაშის იშტაზე მოსულ მასპინძლებს უპირატესობა შესვენების შემდეგაც არ გაუშვიათ ხელიდან და თითქმის მატჩის განახლებისთანავე გაზარდეს სხვაობა. 48-წუთზე დვალმა ძარია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და ამანაც სლოვაკთა მრავალჯერ გადამრჩენელ ბოროშს შანსი აღარ დაუტოვა - 2:0 65-წუთზე გეგუჩაძის ბიჭებმა ანგარიშს კიდევ უფრო სოლიდური სახე მისცეს-გრიგალაშვილის ჯარიმა მეკარემ მოიგერია, მცველებმა ბურთი ვერ გამოიტანეს, ყველას ჯაბა დვალმა დაასწრო და ნახევარბრუნში ბოროშს აუღებელი დაურტყა-3:0 ბოლოს, შეცვლაზე შემოსულ კახა ალადაშვილს შეეძლო „ზესტაფონში" თავისი სადებიუტო შეხვედრა გოლით აღენიშნა, თუმცა მისი უძლიერესი საჯარიმო დარტყმა სლოვაკთა მეკარემ რის ვაივაგლახით მოიგერია. სტუმრები ბოლოს კი გააქტიურდნენ, მაგრამ კვასხვაძის კართან რაიმე სახიფათო მომენტი არ შექმნილა. „ზესტაფონმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და განმეორებითი შეხვედრისთვის სოლიდურ ფორას დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა ბანკა-ბისტრიცაში 22 ივლისს გაიმართება.
მატჩის შემდეგ
კაროლ მარკო: „ჩვენმა მეტოქემ ძალზედ ტექნიკური ფეხბურთი ითამაშა და სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, თუმცა უკვე ვიცი თუ როგორ უნდა ვითამაშოთ საპასუხო მატჩში „ზესტაფონის" წინააღმდეგ. ძალიან დიდი ფორაა, მაგრამ დასაკარგი არაფერი გვაქვს და საკუთარ არენაზე ბოლომდე ვიბრძოლებთ."
გია გეგუჩაძე: „მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ რთული თამაში იყო. ძალიან გაგვიჭირდა, საშინელი სიცხე იყო, თანაც მეტოქეც ძლიერი გვყავდა. „დუკლა" დისციპლინებული და მებრძოლი გუნდია, რომელმაც კონტრშეტევებზე ააგო თამაში. ბიჭებმა მოინდომეს და მაქსიმუმი გაიღეს. მათ შრომას ძალიან ვაფასებ, მაგრამ შეიძლებოდა უფრო სოლიდური ანგარიშითაც მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ყველას გთხოვთ, რომ ნუ ჩათვლით თითქოს ჩვენი გუნდი უკვე შემდეგ ეტაპზეა. სლოვაკეთში ურთულესი თამაში გველის და წინასწარ გამარჯვებას ვერ ვიზეიმებთ."
ჯაბა დვალი: „ძალიან გახარებული ვარ. მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ, 3:0 მოვიგეთ და რაც მთავარია გოლი არ გაგვიშვია. თუმცა, შემდეგ ეტაპზე ჯერ არ გავსულვართ, სლოვაკეთში დიდი ბრძოლა გველის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იქაც გავიმარჯვოთ."
ზესტაფონი-დუკლა 3:0
ზესტაფონი. სტადიონი დავით აბაშიძე" 4000 მაყურებელი
გოლები: 1:0 დვალი (24. გელაშვილის პასით), 2:0 ძარია (48. დვალის პასით), 3:0 დვალი (65)
ზესტაფონი: რ.კვასხვაძე - ბენაშვილი, ონიანი, ხიდეშელი, ელიავა - ძარია, დაუშვილი, ბაბუნაშვილი (30.აფციაური), გრიგალაშვილი - გელაშვილი (79.ფიფია), დვალი (79.ალადაშვილი)
სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, ლომია, გორგიაშვილი.
დუკლა: ბოროში - ბრაშენი, ადამიკი, პოლიოვკა, სავიჩი - პანჩიკი, პლევა, პოვაჟანეცი, ხუჩკო (66.პიხი) - გაიდოში (77.დურიცა), დურიში
სათადარიგოები: დურჩო, გონოსი, უშკოვიჩი, ვაიდა, ჰლინკა.
გაფრთხილება: სავიჩი(8), ბრაშენი(37), დურიში (60), გელაშვილი (60), დაუშვილი (90)
არბიტრი: ვიაჩესლავ ბანარი (მოლდოვა)