კლუბის პრესსამსახურის ცნობით, დაწყებულია მოედნის საფარის გაუმჯობესება, შეკეთდა ტაბლო და კვლავინდებურად იფუნქციონირებს.
"სამუშაოები სეზონის დასრულებისთანავე დავიწყეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მინდორს კარგად მოვუაროთ.
ახლახან შევიძინეთ ბალახის საკრეჭი ტრაქტორი. საბედნიეროდ, სრულად უზრუნველყოფილნი ვართ იმისთვის, ზაფხულის მაღალმა ტემპერატურამ მინდორს პრობლემები რომ არ შეუქმნას.
გარდა ამისა, სტადიონის ტერიტორიაზე არსებულ სხვა ბუნებრივსაფარიან მოედნებსაც მივხედეთ; შეკეთდა ტაბლო, რომლისთვისაც ახალი პროგრამული უზრუნველყოფა გახდა საჭირო, რაც არცთუ მარტივი საქმე იყო.
სამუშაო ჯგუფთან ერთად, მაქსიმალურად ვეცდებით, სასურველი შედეგების მისაღწევად "ტორპედოს"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"