ხმა ამოიღეთ, საქართველოც სახელმწიფოა! აფხაზეთში სლოვაკურმა "ჟილინამ" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ფოტოზე: ახრიკ ცვეიბას სახელობის საერთაშორისო ტურნირის გახსნა სოხუმში

სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. სლოვაკეთის "ჟილინას" საფეხბურთო სკოლის 14-წლამდელთა გუნდი აფხაზეთს ესტუმრა და სოხუმში ახრიკ ცვეიბას სახელობის საერთაშორისო ტურნირში ითამაშა.

ეს ინფორმაცია "ჟილინას" ვებგვერდმა გაავრცელა, სოხუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით კი, სლოვაკები 29 მაისს დასრულებული ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ცნობისთვის, ტურნირში ასევე ითამაშეს მოსკოვის "დინამოს", მახაჭყალის "ანჟის" და ნალჩიკის "სპარტაკის" ასაკობრივმა გუნდებმა.

მსგავსი ფაქტი მანამდეც ბევრი იყო - მთიანი ყარაბახის ეგრეთ წოდებული ნაკრების სტუმრობა აფხაზეთის "ეროვნულ გუნდთან", ბავშვთა ტურნირებზე რუსების ჩასვლა და ასე
შემდეგ. შარშან ცვეიბას სახელობის ტურნირში, რუსების გარდა, დონეცკის "შახტარი" და სტამბოლის "ბეშიქთაშიც" მონაწილეობდნენ.

ცხადია, ამ ყველაფერს ქართველებს არც ეკითხებიან. არადა, საქართველოს მთავრობამ და ფეხბურთის ფედერაციამაც ამაზე ხმა უნდა ამოიღონ.

თურქეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, სლოვაკეთი კი - ევროკავშირის წევრი. საქართველოს ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და ამ ფაქტისთვის ასე წაყრუება საკუთარი თავის უპატივცემულობაა და მეტი არაფერი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
ისე მიშა, რომ ყოფილიყო სლოვაკებს მინიმუმ 5 ჯერ ექნებოდათ ბოდიში მოხდილი და კიდევ რა ვიცი რა...
კობა
01:43 11-06-2015
0
არც მთავრობა ყავს საქართველოს და არც სახელმწიფოებრიობა გააჩნია ,არც საზღვრები,საერთოდ არავინ არაფრად გვაგდებს,სწორიცააა,თავზე ისეთი ხელისუფლება დავისვით დაწყებული შევარდნაძე პიდ...ტიდან დაწყებული დღევანდელობამდე...
otari
08:11 09-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული