ბოლნისის "სიონის" მენეჯმენტი რეგიონში საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირმა ბოლნისის "სიონი", სახელმწიფო რეიტინგების შემუშავების დასრულების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით, ტოპ-10 საწარმოს შორის მესამე ადგილზე დაასახელა და "ოქროს" კატეგორიაში გაატარა.

ქვემო ქართლის რეგიონში კი, გუნდი ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს, რომელიც ასევე "ოქროს" კატეგორიაში გადის.

უწყებიდან ამ წარმატების შესახებ ოფიციალური წერილი კლუბის გენერალურ დირექტორს, ვლადიმერ ბურდულს დღეს გამოუგზავნეს.

"ოფიციალურად გატყობინებთ საქართველოს საწარმოების საყოველთაო სახელმწიფო რეიტინგების შემუშავების დასრულების შესახებ, 2013/14 წლების შედეგების მიხედვით.

სტატისტიკური რანჟირების შედეგებით თქვენი საწარმო იმყოფება:

"მე-3" ადგილი (ოქრო) საქართველოს ტოპ
-10 საწარმოს კრიტერიუმის - "ჯამური ადგილი" - მიხედვით;

"1-ლი" ადგილი (ოქრო) ქვემო ქართლის ტოპ-3 საწარმოს შორის კრიტერიუმის - "მოგება/ზარალი" - მიხედვით.

მოცემული მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა თქვენი საქმიანობის სფეროში და უნდა იქნას დადასტურებული შესაბამისი ღირსების ნიშნებით, რომელსაც მიიღებს დაჯილდოების ოფიციალურ პროგრამებში მონაწილეობის შემთხვევაში.

წერილის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში, გთხოვთ, მიმართოთ ნაციონალური ბიზნესრეიტინგების საორგანიზაციო კომიტეტს და მიიღოთ სათანადო ჯილდოები, თქვენთვის და თქვენი საუკეთესო თანამშრომლებისთვის; აგრეთვე, თქვენი საწარმოს მარკეტინგულ-ეკონომიკური სტრატეგიის ლიდერის სიმბოლიკისა და სტატუსის გამოყენების უფლება", - ნათქვამია წერილში.

აღნიშნული წარმატება შეაფასა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა:

"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს და აღვნიშნო, რომ ქვემო ქართლში ჩვენი გუნდით დავიკავეთ პირველი ადგილი, საქართველოს მასშტაბით კი - მესამე. ორივე ეს ადგილი ოქროს კატეგორიაშია. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა მენეჯმენტში. თან ეს ყველაფერი რომ საფეხბურთო კლუბში მოხდა, ორმაგად სასიხარულოა".

წყარო: fcsionibolnisi.com
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს აშკარა უსამართლობაა.საქართველოს მასშტაბით ნომერ პირველი გენიალური გენ მენეჯერი ჩვენ ქუთაისლებს გვყავს-ამხანაგი ფრუიძე. ასე რომ სასწრაფოდ გამოასწორეთ შეცდომა და ეს პრიზი ქუთაისში გამოუშვით.
qutaiseli
23:21 08-06-2015
0
ისე საინტერესოა რა მოგება ნახა სიონმა?... სტადიონს თვითონ ვერ იყენებდნენ და გამორიცხულია მისი გაქირავებით რამე ეშოვნათ (მთელი სეზონი ვაკეში და გორში უმასპინძლეს მეტოქეებს), მეგა-ტრანსფერი (რა თქმა უნდა საქართველოს მასშტაბით) მათ არ განუხორციელებიათ, არც მათი ამუნიცია მინახავს სპორტულ მაღაზიებში არც მათი თამაშების ტრანსლირებით დაკავებულა ვინმე... სხვა რაღა დარჩა?
irakli
09:48 09-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული