ლევან კობიაშვილის ფონდი დაზარალებულებს 10 000 ლარს გადაურიცხავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად თანხას გადარიცხავს.

აღნიშნული ინფორმაცია ლევან კობიაშვილმა "ფეისბუქზე" პირად გვერდზე დაწერა.

"ლევან კობიაშვილის საერთაშორისო ფონდი "კობი და მეგობრები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ოჯახებს. გვსურს, ჩვენი მოქალაქეობრივი წვლილი შევიტანოთ და დაზარალებულთა დასახმარებლად გადავრიცხოთ 10 000 ლარი".

ასევე იხილეთ:
სფფ-მ სტიქიით დაზარალებულებს 20 ათასი ლარი გადაურიცხა
მკითხველის კომენტარები / 1 /
კობა ფეხბურთელიც კარგი იყო და პიროვნებაც კარგი ხარ ღმერთმა გაგიმარჯოს
ემზარი
21:20 16-06-2015
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული