დინამო (თბ)-დომჟალე 3:1 - ალექსანდრე იაშვილმა ანგარიში გახსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ივნისს, თბილისის "დინამომ" სლოვენიურ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი სლოვენიის ჩემპიონატის მესამე პრიზიორ "დომჟალეს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ქართველებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს - მე-6 წუთზე ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა გახსნა, მე-14 წუთზე გოლი გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა, ხოლო 45-ე წუთზე - მათე ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ "დინამო" შეკრების პირველ მატჩში "შკენდიასთან" 0:1 დამარცხდა, მომდევნო სპარინ-მატჩს კი რუმინულ "პეტროლულთან" 23 ივნისს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აკადემიასიც გასაჰვებია ზოგიერტი მცვრტნელი, ვარჯისის დროს სუნამოს ისხამენ სუა ვარჯის დროს არიან ესეტები,, გადახებულიცარი ეს მომენტი..ნეტა ეს ტუ იცის ფიფიამ
0
უფრო ადრე უნდა გაესვა ფიფიას გოგიცაისვილი და ვინმე დავიტასვილი..გეგუ გუნდს სცორად ცაიკვანს..ოხონდ ციტაური ინდა გაუსვას გუნდიდან,,მაგარი ტარსია ეგ სუბიექტი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული