ვისაც შანსი აქვს, ყველა მიდის - ნიკა საბანაძეს კვიპროსული "ეთნიკოსი" იწვევს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი ნიკა საბანაძე უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, რომელ გუნდში გადავა.

ქუთაისის "ტორპედომ" სეზონი რომ დაასრულა, კლუბმა რამდენიმე მოთამაშეს კონტრაქტები არ გაუხანგრძლივა და ერთ-ერთი მათგანი საბანაძეც აღმოჩნდა. არადა, "ტორპედოში" მას დიდ იმედებს უკავშირებდნენ...

ახლა, 24 წლის თავდამსხმელი თავისუფალი აგენტია. ის დარწმუნებული იყო, რომ გუნდს მალე მოძებნიდა, წინადადებებიც ჰქონდა და "ტორპედოდან" წასვლის შემდეგ კიდევ რამდენიმე კლუბმა მიმართა.

ჩვენი ინფორმაციით, საბანაძეს "სამტრედიაში" გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ ფეხბურთელსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, ეს საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს.

საქმე ისაა, რომ საბანაძეს კონტრაქტს კვიპროსული "ეთნიკოსიც" (აჩნასი) სთავაზობს, რომელმაც ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ეს ინფორმაცია კვიპროსელებმა გაავრცელეს და იქვე აღნიშნეს, რომ - "ქართველი გუნდს გააძლიერებს".

ჩვენ კი შევიტყვეთ, რომ "ეთნიკოსი" მას ხელშეკრულებას 1+1 სისტემით სთავაზობს და ფეხბურთელს შეთანხმების ვარიანტიც გამოუგზავნა.

საბანაძემ ამ გუნდების დაინტერესება დაგვიდასტურა და იქვე დასძინა, რომ მისთვის ორივე საინტერესო ვარიანტია და უახლოეს დღეებში გადაწყდება, კონტრაქტს რომელ კლუბთან გააფორმებს. როგორც ჩანს, ის უფრო უცხოეთისკენ იხრება და ამაში ვერც გაამტყუნებ - საქართველოს ჩემპიონატში თამაშის მსურველი ფეხბურთელი, სამწუხაროდ, დღეს თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნება. ვისაც შანსი აქვს, ყველა მიდის.

შეგახსენებთ, რომ საბანაძე თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში", "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში", იყო საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების კანდიდატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უნდა ჩაიდოს დიდი ფული ეროვნულ ჩემპიონათსი გაიზარდოს მისი ინტერესი ხალხი კარგი თამაშის და კარგი ფეხბურთელების სანახავად უნდა მიიზიდონ სტადიონებზე და მერე ყველა არ წავა საზრვარგარეთ ის კი არა ბევრი კარგი უცხოელი ფეხბურთელი მოინდომებს ჩვენ ჩემპიონატში თამაშს
ემზარი
19:49 20-06-2015
0
მერაბ მამულაშვილი რა ცუდი და ბოღმიანი სტილო გაქვს დაწერის. ტკბილი და ოპტიმისტური სიტყვა არ იცი რაა?

რაც შეეხება მომთაბარე საბანაძეს,მას მიუხედავად კარგი შესრულებისა და ბრძოლისუნარიანობისა, აქვს დიდი მინუსები,მათ შორისაა ღრმა ჩავარდნები და საშინლად მძიმე,ყოყოჩი და ფიცხი ხასიათი.
ალბათ ასეთები სამტრედიას არ სჭირდება, თუნდაც იქეთ გადაუხადოს ფული კლუბს.
jango
00:22 21-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული