Biletebi.Ge: ამას "ამაზონის" სერვერი თუ გაუძლებს მხოლოდ

AutoSharing Option
Biletebi.Ge-ს ადმინისტრაციაში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ საიტზე მოხდა კიბერშეტევა და ამას ემატება მომხმარებელთა აურაცხელი რაოდენობა. ადმინისტრაციის განცხადებით, პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობენ და ეცდებიან, საიტი მალე ჩაირთოს.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, ფილტრი მაინც დავაყენოთ და ნაწილ-ნაწილ შევუშვათ ხალხი", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ვებგვერდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

თუ როდის ჩაირთვება საიტი, ამის შესახებ ადმინისტრაციაში დაზუსტებით საუბარი უჭირთ.

ვებგვერდის ადმინისტრაციის განცხადებით, იმ პრობლემების შესახებ, რაც სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას შეიქმნებოდა, UEFA-დან გაფრთხილებულნი იყვნენ.

"წამში მოდის 10 ათასზე მეტი ტრანზაქცია. ამას "ამაზონის" სერვერი თუ გაუძლებს მხოლოდ", - განუცხადა ერთ-ერთმა
დამფუძნებელმა "რუსთავი 2"-ს.

კითხვაზე, მომზადებული იყო თუ არა ვებგვერდი სუპერთასის ბილეთების გასაყიდად, "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ ახალი სისტემა დააყენეს და მზად იყვნენ ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელთა მომსახურებისთვის.

წყარო: rustavi2.com


ასევე იხილეთ:
ლაშა დვალიშვილი: შევეცდებით, biletebi.ge-ზე პრობლემები სწრაფად აღმოიფხვრას
მკითხველის კომენტარები / 10 /
მთავრობას , კერძოდ შსს ვურჩევ დროზე ჩაერიოს ამ საკითხის გარკვევაში!!! პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტზე ერთ ადგილზე რამოდენიმე ბილეთი იყო გაყიდული და სპეციალურად შექმნეს შესვლის დროს ქაოსი ეს რომ დაეფარათ. ფეხბურთის ქომაგები მთავრობას მოსთხოვს პასუხს!!!! დროზე ჩაერიეთ!!!!
დათო
14:42 22-06-2015
0
ფულის შოვნის ყველაზე კარგი შანსი გაქვთ ეხლა, აბა თქვენ იცით არ შეგვარცხვინოთ.
ჯეკო
13:42 22-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული