ამ ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა კაჭარავას გაწვრთნილი გუნდის მოწინააღმდეგე რუმინული "ბოტოშანი" იქნება, რომელსაც ასევე დებიუტი აქვს ევროსარბიელზე.
ბოტოშანი (ბოტოშანი, რუმინეთი)
დაარსდა 2001 წელს
სტადიონი: სტადიონულ მუნისიპალი (12 000)
დაარსდა 2001 წელს
სტადიონი: სტადიონულ მუნისიპალი (12 000)
"ბოტოშანმა" რუმინეთის ბოლო ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა და მხოლოდ იმის გამო მიიღო რანგით მეორე ევროპული ტურნირის საგზური, რომ მასზე წინ მყოფმა რამდენიმე კლუბმა ("კლუჟი", "პეტროლული", "უნივერსიტატია", ბუქარესტის "დინამო") უეფას ლიცენზია ვერ მიიღო.
კლუბი სხვადასხვა სახელით კარგა ხნის განმავლობაში არსებობდა. ის ჯერ კიდევ მეორე
გუნდი თამაშობს მუნიციპალურ სტადიონზე, რომელიც 12 ათას მაყურებელს იტევს. კლუბის მესაკუთრე გახლავთ ვალერიუ იფტიმი, პრეზიდენტი კორნელ სფაიტერი, მწვრთნელი კი ლეონტინ გროზავუ, რომლის შესახებაც ცალკე გეტყვით.
47 წლის სპეციალისტი სხვადასხვა რუმინულ კლუბსა და გერმანულ "ზაარბრიუკენში" თამაშობდა. მწვრთნელობა კი "ცალაუში" დაიწყო და "ბოტოშანს" მეორედ დაუბრუნდა. პირველად ის გუნდს 2007-08 წლებში წვრთნიდა.
გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ლეგიონერია. მათზე შედარებით დაწვრილებით ვისაუბროთ. კურაკაოს ნაკრების "ფრთას", 24 წლის კუენტენ მარტინუსს საფეხბურთო განათლება, ამ ქვეყნის ნაკრების წევრთა უმრავლესობის დარად, ჰოლანდიაში აქვს მიღებული. ის "ჰერენვეენსა" და "სპარტაში" ირჯებოდა. უთამაშია უნგრულ "ფერენცვაროშშიც".
გუნდში არიან კამერუნელი მცველი მაიკლ გადე და გერმანელი შემტევი - რუსელ ნგანკამი. ჰოლანდიელი ფორვარდი, რაშად ბრაუნდი "ალმერეს" ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ბულგარელი მეკარე, 23 წლის პლამენ ილიევი წლების განმავლობაში სოფიის ცსკა-ს ძირითადის მეკარე გახლდათ. მან ბულგარეთის ნაკრებში 2 შეხვედრა ჩაატარა. გუნდში კიდევ ერთი ლეგიონერია ბულგარეთიდან - 26 წლის მცველი რადოსლავ დიმიტროვი.
30 წლის შოტლანდიელი შუახაზელი, სკოტ რობერტსონი თავის დროზე "დანდისა" და "დანდი იუნაიტედის" ლიდერი იყო. მას შოტლანდიის ნაკრებში 2 მატჩი უთამაშია.
"ცხინვალის" პოტენციურ მეტოქეთა სიაში იყვნენ პოლონური "შლიონსკი", სლოვაკური "სლოვანი", ხორვატული "ლოკომოტივა", ლიხტენშტაინის "ვადუცი" და მალტის "ბირკირკარა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"