მისი თქმით, კონტრაქტი არ ითვალისწინებს შერჩეული კომპანიის შეცვლას, თუმცა ითვალისწინებს პრობლემების აღმოფხვრას.
როგორც სიჭინავა აცხადებს, უეფა-ს პოზიცია სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დაახლოებით ორ საათში გახდება ცნობილი.
"მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა Biletebi.ge-სთან კონტაქტი. გვარწმუნებდნენ, რამდენიმე წუთში ჩაირთვებოდა საიტი. ბოლოს ველაპარაკეთ დილის 07:00 საათზე და გვითხრეს, რომ პრობლემა ვერ მოგვარდა.
უეფა-ში ამ დროისთვის სამუშაო საათები არ
მისივე თქმით, უეფა-სა და Biletebi.ge-ს შორის გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ კომპანიამ, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ბილეთების გაყიდვა, უნდა უზრუნველყოს და ყველაფერი გააკეთოს ამისთვის.
"ეს არის უეფა-ს არჩეული და შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანია. გამორიცხულია, Biletebi.ge-ს გაუუქმდეს კონტრაქტი. კონტრაქტი კომპანიის ცვლილებას ან რაიმე ჯარიმას არ ითვალისწინებს. ასევე წარმოუდგენელია თვენახევრით ადრე ახალი კონტრაქტორის ძიება.
Biletebi.ge-ს შერჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უეფა-ს მიერ არის მიღებული. ჩვენ, ჩვენი მხრივ, Biletebi.ge-ს ყოველთვის ვეუბნებოდით და ვეკითხებოდით, თუ ჰქონდათ წარმოდგენილი, რამდენი ადამიანი შევა საიტზე ერთდროულად და მოახდენენ თუ არა ამის უზრუნველყოფას. მათგან კი მხოლოდ დადებით პასუხს ვიღებდით", - განაცხადა სიჭინავამ.
მისი თქმით, ფედერაციას გეგმა "ბ" ვარიანტი არ აქვს, რადგან ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ უეფა იღებს.
ამასთან, ფეხბურთის ფედერაციაში ელოდებიან Biletebi.ge-ს წარმომადგენელს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდება.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
საიტზე არსებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით